ოხერი რამაა ეს სიყვარული. ჯერ არის და კაცს თუ ქალს გულ-ჯიგარს ისე ამოუშანთავს, რომ მათი მხილველი კაცი იტყვის, ვინც სიყვარულზე ლექსები დასწეროს, იმას კი მააჭკნეს სადაც კი მოსაჭკნობიაო. მერე კიდე თუ წყვილი დაშორდება, ახალი უბედურება და მტრობა იწყება.
აი მაგალითად, მთელს არგენტინაში დიდად პოპულარული მოდელი, ჭეშმარიტად მარწყვივით გოგო, საბრინა რაველი, “ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელთან, ნერი კარდოსოსთან დაშორების შემდეგ, პირიდან ისეთ ღვარძლიან წინადადებებს ისვრის, ყურში რომ არ შეიშვება. არადა, ასეთი კოხტა ასულისგან უხამსობების თქმა იქნება?...
საბრინა რაველი ამბობს, რომ იმ ჩვენი ცოდვით სავსე ნერი კარდოსოს მასთან სექსი რომ მოესურვილებინა, ქალს იმოდენა მონდომება და ტანჯვა-წამების გამოვლა უწევდა, რომ ეგეთ სექსს ფასიც კი აღარა აქვსო. თან უნდა ნახოთ, როგორ ყიამყრალურად აღწერს ეს საბრინა ბედოვლათი ნერის სექსის ამბებში უუნარობას. ეგრეც ხომ არ შეიძლება? იქნებ ქელეხში იყო თამადა და ვერ მოახერხა? ეს ოხერი ცხოვრება განა თითია, როცა გინდა მაშინ გაშალო...