ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში ჩემპიონ-პრიზიორები უკვე გამოვლინდნენ. ევროპოდიუმზე ერთი ქართველიც ავიდა - 66 კილოგრამში მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ირაკლი შავაძემ (59 კგ), რევაზ ნადარეიშვილმა (98 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) კი პოდიუმზე ასვლის შანსი დილის პროგრამაშივე დაკარგეს.
ბოლქვაძემ ძირითად ბადეში გამოსვლა შვედეთის ნაკრების წევრ ფრუნზე არუთინიანის ძლევით (8:4) დაიწყო. შემდეგ ხორვატი დანიელ იანეჩიჩი ჩამოიცილა (8:0). მეოთხედფინალში კი, მომავალ ჩემპიონთან - რუსეთის ნაკრების წევრ ისლამ-ბეკა ალბიევთან დამარცხდა (4:8) და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც საფრანგეთის ნაკრების წევრი ჰრაჩია მალხასიასნი ჩამოიშორა (9:2) და „ბრინჯაოს ფინალში“ ლატვიელ ნიკიტა ვენცკაიტისს აჯობა (6:4).
ირაკლი შავაძემ ძირითად ბადეში ორი ბრძოლა ჩაატარა. ბერძენი აპოსტოლოს მანუილიდისის ადვილად ძლევის (10:1) შემდეგ, მეოთხედფინალში სომეხ რომან ამოიანთან წააგო (6:13) და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, მაგრამ ბრინჯაოსკენ მიმავალ გზაზე ხორვატი ივან ლიზატოვიჩი გადაეღობა (9:14).
რევაზ ნადარეიშვილმა ევროპირველობა ლიტველი ვილიუს ლაურინაიტისის ძლევით (9:0) გახსნა, მაგრამ მეოთხედფინალში, თურქ ჩენკ ილდემთან ვეღარას გახდა (0:7) და ჯერ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას გამოეთიშა, შემდეგ კი ბრინჯაოს შანსიც დაკარგა, მას შემდეგ, რაც ილდემმა ნახევარფინალში წაიფორხილა.
ნადარეიშვილის მსგავსად, იაკობ ქაჯაიამაც ორი შეხვედრა ჩაატარა რიგის ხალიჩაზე. ხორვატ სტეპან ლავრიჩთან მოპოვებული გამარჯვების (5:0) შემდეგ, შეჯიბრებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, შვედ იოჰან მაგნუს ეურენთან ფრედ დასრულებული (1:1) ბრძოლის შემდეგ.
ევროპირველობის დასკვნით დღეს - 13 მარტს საპრიზო სამეულები ბერძნულ-რომაულში, დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 71, 75, 80 და 85 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი ევროკონკურენციაში მინდია წულუკიძე (71 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ), ნიკოლოზ კელასოვი (80 კგ) და რობერტ ქობლიაშვილი (85 კგ) ჩაებმებიან. წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12 საათიდან დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოქრო ბიჭი ხაააარრრრრრრრრრრრრრრ
გენაცვალეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
იმედია ოქროთი გავიხარებთ
იმედია ოქროთი გავიხარებთ
ესეც მეორე შეხვედრა მოიგო ბექამ ვაზარით, ნახევარფინალში ჩეხ კნაპეკს შეხვდება, ალბათ ლიმას ფინალი განმეორდება ღვინიაშვილი - მინასკინი
კრპალეკი ვიცი და ეს კნაპეკი რა დონისაა?
დიდი არაფერი, 24 წლის. რეიტინგში 159-ე ადგილზე, ვერანაირი წარმატებით ვერ დაიკვეხნის
მეორეც მოიგო ბექამ, ბრაზილიელთან
სად შეიძლება ვუკურო კლასიკების ჭიდაობებს, ლინკი მომწერეთ თუ ვინმემ იცით?!
stripslashes((strlen('https://unitedworldwrestling.org/event/european-championship-senior-1')>0?'https://unitedworldwrestling.org/event/european-championship-senior-1':'https://unitedworldwrestling.org/event/european-championship-senior-1')) საღამოს ცხრა საათიდან
მე მგონი ევროპის შედეგებიც მიიღება მხედველობაში
წლევანდელმა პრიზიორებმა უნდა მიიღონ ლიცენზია
ნამდვილად? მე სამწუხაროდ არა, მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის. სალიცენზიო ტურნირები ცალკე უნდა გაიმართოს, ასე წივიკითხე ...
მე ასე ვიცოდი
საერთოდ ბერძნულ რომაულს უფრო მეტი ჭიდაობს ვიდრე თავისუფალს და ბერძნულ რომაულშიც ყოველთვის მედლებს ძალიან ბევრი ქვეყანა ინაწილებს ვიდრე თავისუფალში, ევროპაში ძალიან მომატებული აქვთ ბერძნულ რომაულში სერბებს,ხორვატებს ნუ შვედებსყავდათ ყოველთვის აქ იქ კარგი მოწიდავეები
ბექას არგენტინელი სომეხისთვის მოუგია, მის წონაში ურუგვაელი სომეხიც ჭიდაობს
სალიცენზიო ტურნირები იქნება აპრილ-მაისიდან.facebookze aris aseti gverdi GEOWRESTLING CHAWERET ZEBNASHI DA AMOGIGDEBT DAALAIKET DA DZALIAN BEVR INFORMAICAS GAIGEBT, AKVS ASEVE YOUTUBIS ARXI IQAC GEOWRESTLING SADAC DEVS UAMARAVI VIDEO,
მე როგორც მივხდი სალიცენზიო ტურნირები ცალკე ჩატარდება, ევროპის შედეგები არ მიიღება მხედველობაშI.
მეც ეგრე მივხვდი, მარტო მსოფლიო ჩემპიონატის
საღოლ ზურიკოს..გამარჯვება ფინალში
იქნებ ვინმემ ოლიმპიადის ლიცენზიების ამბავი დაწეროთ, მითხრათ როგორ არის?
საუკეთესო ევროპის ჩემპიონატი გვაქვს ისტორიაში.
მოიგო ბექამ პირველი
თავისი ჩვეული სტილით იპონით(ორი ვაზარით)
სტრიმზე ეტყობათ როგორ პატივს ცემენ არგენტინაში ძიუდოს
ეგრეა, მართალი ხარ
ორი კაცი ფინალში გვყავს. დადეთ ამაზე ახალი სტატია ბიჯოოოოოოოო
100 შიც დაიწყეს მალე გამოვა ბექა .სერბებს კარგი გუნდი ყავთ უკვე თითქმის ყველა სპორტში ფიზიკურადაც ძალიან კარგად არიან ვითარდება ნელ-ნელა ყველაფერი გოლაბიზაციის ამბებში :დდ ხომ არ იცით გუნდურში მესამეს შანსი გვაქვს ?
სერბებს ყოჩაღ, ორი კაცი ფინალში მგონი იშვიათი შედეგია მათთვის.
ესე იგი მილდრონატის გარეშე შედარებით სუსტი ყოფილა რუსეთი, მაინც ბევრი აიღეს, მაგრამ მთლად მაგდენი არა როგორც ჩვეულებრივ ხოლმე.
და დადგა აღსასრული რუსებისა და აზერბაიჯანელების ბლატაობის დღეს... არცერთი ფინალი.
ვინ გვხვდებიან ფინალში?
სერბი დათუნაშვილს და უკრაინელი ქობრიაშვილს.
მაგარია
ყოჩაღ გასული ვიყავი და რომ ვნახე ძალიან გამეხარდა არ უჯერებდი გილოცავთ ყველას იმედია ოქროებს მოიგებენ .მსაჯობას რაც შეეხება კარგი მსაჯობაა რა შედარებაა მაგრამ პატარ პატრა შეცდომები არის რასაც მე ვხედავ . ჯერ არ დაწყებულა არგენტინაშიstripslashes((strlen('http://www.ippon.org/cont_open_arg2016.php')>0?' http://www.ippon.org/cont_open_arg2016.php':' http://www.ippon.org/cont_open_arg2016.php')) ბადის ლინკი .აბუაშვილმა წააგო ზაგრებში ევროპის თასის ნახევარფინალშI ისრაელთან და 3 ესთვის იყიდავებს .
81-ში დაიწყოდა და გვიან გამოდიან -100 ეტყობა.
დაიწყო პაატა არგენტინაში, 81-ში ვლინდებიან მეოთხედფინალისტები
ერთი ტატამია თუ ერთი კამერა :-)
2 ტატამია, მაგრამ ეტყობა ერთი კამერით მუშაობენ, თან ძალიან ცუდად
ლინკი
0?'>https://www.youtube.com/watch?v=AMcxNY5yaHY':'>https://www.youtube.com/watch?v=AMcxNY5yaHY'))
საღოლ ძმა
გაიხარე ლინკისთვის.
ყოჩაღ დატუნაშვილი და ქობლიაშვილი,კელასოვმა ძალით წააგო რუსი ჭიდაობდა ეს კიდევ აპროტესტებდა რაღაცეებს,ისე გობაძე რატო არ წაიყვანეს ამ წონასი მეორეა მსოფლიო რეიტინგსი
საქართველო მოიგო კელასოვმა.
არა
ეს სტრიმია როა ესე და მსოფლიო რომ უყურებს მსაჯობა იმდენად მიკერძოებული არაა თუ მეჩვენება
ძმებო გასული ვიყავი და მაგრად გამეხარდა ზურას ფინალი....ღმერთმა ქნას ჩემპიონი გახდეს
რამდენი სომეხია სხვა ქვეყნის სახელით.
რუსის ბალეშიკობა არ მინდა, მაგრამ ეხლა მინდა რომ გავიდეს ფინალში, კელასოვი გადავა მერე რეპეჟაში და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
დაწყებულა ძიუდოც არგენტინაში. ვინმე სტრიმს თუ გაჩითავს არ გამომაპაროთ.
მეც
სალეევს მოუგო ქობლიაშვილმა, ყოჩაღ..სალეევმა ვლასოვი ამოაგდო, თვითონაც მსოფლიოს ჩემპიონია.მაგრად დაღალა
ისე ქობრიაშვილთან გეგონებოდა რომ დასვენებული სალეევი კი არა ქობრიაშვილი იყოო.
კარგი ფიზიკური მომზადება აქვს ქობრიაშვილს
ქობლიაშვილი იყო უფრო დასვენებული, რუსმა 1-ით მეტი იჭიდავა და მეოთხედფინალშიც ერთ დროს მოუწიათ ჭიდაობა სხვადასხვა ხალიჩაზე
ერთდროულად დაწყება არ ვიცი და ის კი ვიცი ნამდვილად რომ მეოთხედფინალი უფრო გვიან ქობრიაშვილის დამთავრდა.
ცოტათი გვიან დამთავრდა, ჩვენი რომ ჭიდაობდა მეორე პერიოდს მაში დამთავრდა რუსის შეხვედრა
აბა
საღოლ ზურიკოს..გამარჯვება ფინალში
გილოცავთ, ორი ფინალი საღამოს.
ვის აქ ქონდა ჩვენი ბიჭების იმედი ა? ესეც ორი ფინალი
რა პრეტენზია ქონდა აზერს
ზურა ჯიგარი ხარ, ესეც მეორე ფინალისტი, დღეს ჩემპიონობა მოგველოცოს, აშკარად ეკუთვნის
ნამდვილად
ესეც მეორე ფინალისტი, გილოცავთ
კარგი ბიჭი სჩანს ქობლიაშვილი, არაფერი არ დაუთმო რუსს, ვულოცავ ფინალში გასვლას
გილოცავთ, ეს რა მაგარი ბიჭი გვყოლია, ყოჩაღ
მართლაც
ლიცენზიების თემა იცით ვინმემ?
დათუნაშვილი რომელ ტატამზე იჭიდავებს თუ იცით და რამდენ ხანში?
ც-ზე შემდეგია.
ბ-ზე ეხლა გამოვა ქობრიაშვილი
მადლობა გაიხარე