ჭადრაკი

14:53 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰოუ  იფანს  ჩემპიონობამდე  ნახევარი  ქულაღა  აშორებს

ქალაქ ლვოვში(უკრაინა) მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლა, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი(უკრაინა) და ექს- ჩემპიონი ჰოუ იფანი(ჩინეთი) ხვდებიან, შეიძლება ვადაზე ადრე დასრულდეს.

აღნიშნული დაპირისპირების მე-8 პარტია ყაიმით 0,5:0,5 დასრულდა და ანგარიში გახდა 5:3 ჩინელი მოჭადრაკის სასარგებლოდ. დარჩენილ ორ პარტიაში იფანს ჩემპიონის ტიტულის დასაბრუნებლად ნახევარი ქულაც ჰყოფნის. თუ მუზიჩუკმა შეძლო და ანგარიში გაათანაბრა, მაშინ გამარჯვებულის ვინაობა ტაი-ბრეიკის შემდეგ გაირკვევა.

0.11415