ფეხბურთი

4:44 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა მორიგი გასეირნება

ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს გათამაშების ორივე ლიდერმა შინ ითამაშა და დაგეგმილი 3 ქულა იოლად მოიპოვა.

“ბარსელონამ” “ნოუ კამპზე” “ხეტაფე” მიიღო და შავი დღე აყარა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს მეკარეს და რომ არა ვისენტე გუაიტას კარგი თამაში, კიდევ გაიტანდნენ. გუაიტამ მე-11 წუთზე ლიონელ მესის პენალტი აუღო, რომელიც “ბარსელონასთვის” მიმდინარე ლა ლიგაში მე-8 გამოუყენებელი 11-მეტრიანი გამოდგა.

რაც შეეხება გოლებს, მე-8 წუთზე ხუან როდრიგესმა ავტოგოლი გაიტანა და ანგარიში ასე გაიხსნა. მე-19 წუთზე სხვაობა მუნირ ელ ჰადადიმ გაზარდა ახლო მანძილიდან, რასაც ნეიმარისა და მესის გოლები მოჰყვა და ტაიმი 4:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში ნეიმარმა დუბლი გაიფორმა, ხოლო 57-ე წუთზე თურანმა ეფექტური გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 6:0.

იოლად იმარჯვა მე-2 ადგილოსანმა “ატლეტიკომაც”, რომელიც შინ “დეპორტივოს” გაუსწორდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი საულის ზუსტი თავურით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში ანტუან გრიზმანმა და ანხელ კორეამ ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცეს – 3:0.

“სელტამ” საკუთარ მოედანზე იაგო ასპასის გოლით მოუგო “სოსიედადს”, ხოლო “რაიო ვალეკანომ” და ”ეიბარმა” “ესტადიო ვალეკასზე” გაიყვეს ქულები.

“ბარსელონა” ჩემპიონატს 75 ქულით ლიდერობს, ხოლო “ატლეტიკოს” 67 ქულა აქვს.

ბარსელონა – ხეტაფე 6:0 (4:0)

ბარსელონა “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე (ბარტრა 69) მატიე (ვერმაელენი 61), ალბა, ვიდალი, ინიესტა (სამპერი 61), თურანი, რობერტო, ნეიმარი, მესი, ელ ჰადადი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ხეტაფე (4-3-3): გუაიტა, ვერხინი, ველაზკესი, ბუენდია, ა.პერეირა, მედრანი, ხ.როდრიგესი, ვანდერსონი (მენსა 78), ლეონი (მ.გომესი 55), იოდა, სცეპოვიჩი (ვ.როდრიგესი 54).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 1:0 ხ.როდრიგესი (8 ს.კ.), 2:0 ელ ჰადადი (19), 3:0;5:0 ნეიმარი (32;51), 4:0 მესი (40), 6:0 თურანი (57)
გაფრთხილებები: ველაზკესი, მედრანი, ლეონი
მსაჯი: პერეს მონტერო

მე-11 წუთზე მესი პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

სელტა – სოსიედადი 1:0 (1:0)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, კაბრალი, ს.გომესი, მალიო, ხონი, დიასი, რადოია, ასპასი (ბონგონდა 79), ვასი (სენე 74), ნოლიტო, გუიდეტი (ბივუ 62).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ელუსტონდო, ი.მარტინესი, ზალდუა (ველა 56), ბერჩიჩი (ლიტრი 54), ილარამენდი, დ.რეიესი, პარდო, ოიარზაბალი, პრიეტო (ბრუმა 77), ჯონათასი.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლი: ასპასი (16)
გაფრთხილებები: კაბრალი, რადოია, დიასი – ბერჩიჩი, ელუსტონდო
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

ატლეტიკო – დეპორტივო 3:0 (1:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, ხიმენესი, ლუისი, ხუანფრანი, კარასკო (ო.ტორესი 79), გაბი, საული, კოკე, გრიზმანი (კრანევიტერი 65), ვიეტო (კორეა 58).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

დეპორტივო (4-3-3): ლუქსი, პაბლო (ვილალბა 59), არიბასი, ლოპო, ლაურე, ბერგენტინოსი (ლ.ალბერტო 59), მოსკერა, ბორგესი, ფაჟრი, კარტაბია (რიერა 74), ხ.როდრიგესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლები: 1:0 საული (18), 2:0 გრიზმანი (60), 3:0 კორეა (83)
გაფრთხილებები: კარასკო – ლაურე
მსაჯი: მელერო ლოპესი

რაიო ვალეკანო – ეიბარი 1:1 (1:1)

მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): იოელი, ზე კასტრო, დ.ლორენტე, ტიტო, ნ.მარტინესი (ქუინი 46), იტურა, ტრაშორასი, ოზბილისი (ემბარბა 46), პიტი (მანუჩო 70), ბებე, მიკუ.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

ეიბარი (4-1-4-1): რიესგო, რამისი, მ.დოს სანტოსი, კაპა, ხუნსა, დ.გარსია, ესკალანტე (ენრიჩი 79), რადოშევიჩი, ინუი (ბარენეჩეა 89), რადოშევიჩი, ბასტონი (ანსოტეგი 90).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლები: 1:0 ზე კასტრო (7), 1:1 ესკალანტე (36)
გაფრთხილებები: ოზბილისი, დ.ლორენტე, მიკუ, პიტი, ემბარბა – რადოშევიჩი, რამისი
გაძევება: რადოშევიჩი (85)
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

თეგებილა ლიგა
1.005644