ფეხბურთი

22:50 | 12.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ საარი ფეხბურთს მოგერიებული პენალტით დაუბრუნდა (VIDEO)

ლეგენდარული ჰოლანდიელი მეკარე ედვინ ვან დერ საარი ფეხბურთს არაპროფესიონალურ დონეზე, თუმცა მაინც დაუბრუნდა. 45 წლის კიპერმა ჰოლანდიის მეოთხე დივიზიონის ბინადარ "ნორდვეიკის" თხოვნა შეასრულა და ტრავმირებული მეკარე ერთი თამაშით შეცვალა.

ვან დერ საარმა დღეს ითამაშა და "ჯორდან ბოისთან" (1:1) მატჩში გულშემატკივრებს ძველი დრო გაახსენა - ედვინმა თერთმეტრიანის მოგერიება შეძლო.

0.126073