ფეხბურთი

19:59 | 12.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ეტო’ო: “მე კი არა, მესიმ ითამაშა ჩემთან ერთად”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა სამეულ ეტო’ომ, რომელიც ამჟამად თურქულ “ანტალიასფორში” ირჯება, ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიასთან თავისი ექსთანაგუნდელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. 37 წლის კამერუნელის თქმით, მესი მსოფლოში საუკეთესო მომდევნო 10 წელი კიდევ იქნება.

“მე ვითამაშე მესისთან ერთად? – არა, მან ითამაშა ჩემთან ერთად. მჯერა, რომ მესი კრიშტიანუ რონალდუზე ბევრად ძლიერია. მე ვხედავდი როგორ იზრდებოდა ლიონელი “ბარსელონაში” და მსოფლიოში უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია. ასე იქნება მომდევნო 10 წლის განმავლობაში.” - ამბობს ეტო’ო.

სამეულ ეტო’ო და ლიონელ მესი კატალონურ “ბარსელონაში” ერთად ხუთი სეზონის განმავლობაში, 2004-2009 წლებში თამაშობდნენ და ესპანური გრანდის შეტევა მათზე იყო აწყობილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11282