ფეხბურთი

19:17 | 12.03.2016 | ნანახია 2416 - ჯერ

ჭანტურიას "დუისბურგმა" მოგების გემო გაიხსენა

გიორგი ჭანტურიას "დუისბურგმა" მეორე ბუნდესლიგის მატჩში 2:1 მოუგო "უნიონ ბერლინს" და მართალია, ბოლო ადგილზე რჩება, მაგრამ ადგილის შენარჩუნების მცირე შანსი მაინც აქვს. ჭანტურიამ შეუცვლელად ითამაშა და ერთ საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა, რითაც "დუისბურგმა" ანგარიში გაათანაბრა. გიორგიმ ბოლოს გაფრთხილებაც მიიღო.

ბევრი რამ არის დამოკიდებული სეზონის დარჩენილ შეხვედრებზე. ჭანტურია გერმანიის ბუნდესლიგის კლუბებს ("ვერდერი", "აუგსბურგი", "კიოლნი") და ინგლისის პრემიერლიგელ "კრისტალ პალასს" სურთ.

გერმანიის მესამე ლიგაში "ვერდერის" 23-წლამდელებმა შინ 0:1 წააგეს "ერფურტთან", გიორგი პაპუნაშვილი კი ტრავმის გამო ვერ მოხვდა განაცხადში. მან წინა ტურიც გამოტოვა ამავე მიზეზით.

უკრაინის პრემიერლიგაში დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" 0:0-ზე გაეყარა დონეცკის "ოლიმპიკს" და მეექვსე ადგილზეა. თარგამაძემ სრულად ითამაშა. "ოლიმპიკში" უკრაინის მოქალაქე ორი ქართველი გაისარჯა: მეკარე ზაურ მახარაძე და მცველი თემურ ფარცვანია.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:23 | 13.03.2016
araza-1918 (6330)

ჯიქიას აღდგენის პერიოდი აქვს ტრამვის შემდეგ

20:51 | 12.03.2016
samtrediel (8001)

ვუყურე ამ თამაშს, ჭანტურია ბევრ შეცდომას უშვებდა, მაგრამ მაინც ყველასგან გამორჩეული იყო, თავისი ტექნიკით. თUმნცა მე მეეჭვება მაგან დიდი ფეხბურთი ითამაშოს.ეს ბიჭი ხულიგნის მენტალიტეტიდან კიდევ ვერ გამოვიდა. ძაან მაღალ ფეხებზე იდგა, ოდნავ წინააღმდეგობაზეც "ხიპიშს" იწყებდა, ის ყვითელი ბარათიც აბსოლიტურად უაზროდ მიიღო, გაბრაზებულზე ბურთის გადაგდების გამო.

01:00 | 13.03.2016
lado (1613)

ართმევისას დააჯარიმეს და იმიტომ მიიღო ყვითელი

19:55 | 12.03.2016
Shevche (15054)

ჯიქიას თამაშს ვუყურე დღეს, სპარტაკთან. რა უნდა მაგას ნაკრებში, ნამდვილი ქაჯია
შემოვიდა და წააგებინა გუნდს.

19:41 | 12.03.2016
araza-1918 (6330)

კალა კობი გაიღვიძეთ. ჩვენმა რაგბისტებმა ღრუსებს მოუგეს ყაზახეთანდე 17 დღე..გაფართოებული 40 კაციანი სია. ლორია რევიშვილი შელია/უფა/===ლობჟანიძე კაკაბაძე კვერკველია კაშია გრიგალავა ამისულაშვილი დვალი ხიზანიშვილი ხუბუტია ნავალოვსკი ჯიქია/ამკარი/ ====კანკავა ანანიძე დაუშვილი კვეკვესკირი აბურჯანია ცინცაძე===ოქრიაშვილი ყაზაიშვილი თარგამაძე ჭანტურია კობახიძე მერებაშვილი ყენია ჰუფნახელი ძალამიძე ებრალიძე პაპუნაშვილი ლიპარტია არაბიძე=== მჭედლიძე ვაწაძე კაჭარავა გელაშვილი დვალიშვილი ქვილითაია მელქაძე /სპარტაკი/

0.123237