დღეს რაგბია, საქართველოს ნაკრები სოჭში რუსეთს ეთამაშება და მე-20 საიუბილეო რკენაში, ჯამში მე-18 და ზედიზედ მე-15 გამარჯვების მოპოვებას ეცდება.
წმინდა სპორტული თვალსაზრისით, ეს დიდი არაფერი თამაშია. წლიდან წლამდე ქართული რაგბი მნიშვნელოვნად იზრდება, მოთამაშეთა ინდივიდუალურმა თუ გუნდურმა თამაშის ხარისხმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ „დათვებთან“ ჯახმა სიმწვავე დაკარგა. თუ აქამდე მეტოქის დამარცხება ხასიათის ხარჯზე, ძალების სრული მობილიზებით ხდებოდა, ახლა ქართველებისგან დაკომპლექსებული რუსების დამარცხება კლასის ხარჯზე, „ცალი ხელითაც“ შესაძლებელია.
პირადად ჩემთვის, როგორც რაგბის გულშემატკივრისთვის, ამ გუნდთან თამაშმა, ისევე, როგორც ესპანეთთან და პორტუგალიასთან, აზრი დაკარგა. მაგრამ „ბორჯღალოსნებს“ სხვა გზა უბრალოდ არა აქვთ და ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ რუსები დაამარცხონ. სამწუხაროდ, განწყობა ისეთია, რომ თუ ესპანეთთან, ან პორტუგალიასთან შესაძლო მარცხი ასე თუ ისე ასატანი იქნება, „დათვებთან“ წაგების გაფიქრებაც კი, დიდ ცოდვად ითვლება და მის შედეგს ქართული რაგბის მომავალი პირდაპირ უკავშირდება.
თავის მხრივ, რუსებს ოცნებად აქვთ 23-წლიანი მარცხიანი სერიის შეწყვეტა. ეს ოცნება განსაკუთრებით მაშინ უღვივდებათ, როდესაც საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვთ და რადგან წელს თამაში სოჭშია, გამარჯვებისთვის გარკვეული მონახაზები კეთდება.
რუსთა ის ნაწილი, რომელთაც რაგბი ესმით, ამბობენ - „ქართველებთან ვერ უნდა მოვიგოთ, მაგრამ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ“. არიან ისეთებიც, რომლებიც შანსებს თითქმის თანაბრად აფასებენ და ორივე მხარე ერთად, განიხილავენ იმ შესაძლებლობებს, რითაც მათი აზრით რუსებმა წარმატებას უნდა მიაღწიონ. აი რისი ეიმედებათ საქართველოსთან რუსებს:
„საქართველოს ნაკრებისთვის ერთა თასზე თამაში წმინდა ფორმალობაა. მათი მიზანი ტურნირში გამარჯვებაა, რათა გამარჯვებულის სტატუსით გააგრძელონ ექვსი ერის კარზე კაკუნი. მეორეს მხრივ, სამწვრთნელო შტაბის მიზანია ძალისმიერი სტილით მოთამაშე ქართველებს ხელდახელ ბურთაობა ასწავლოს და კომბინაციური რაგბი აათვისებინოს. ამის მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ ნელ-ნელა მწვრთნელი მიზანს უახლოვდება. თუმცა, დიდი ალბათობა იმისა, რომ ამ დროს ბურთი დაიკარგოს და... ესეც რომ არა, პირდაპირი მძლავრი დარტყმებისგან განსხვავებით, რუსებს თავისუფლად შეუძლიათ გაშლილ სტილში მოთამაშე ქართველების შეტევების მოგერიება.
გამარჯვების შანსი მინიმალური, მაგრამ მაინც არის და ამისთვის ღირს „დათვების“ ტრიბუნებიდან გამხნევება. დაუმარცხებელი გუნდები არ არსებობენ და ეს 2015 წლის მსოფლიო თასზე იაპონიამაც დაამტკიცა, რომელმაც სამხრეთ აფრიკას სძლია.
მნიშვნელოვანია ის, რომ „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში არ ითამაშებს „დიდი და საშიში“ მამუკა გორგოძე. ეს საქართველოს ნაკრებს არ ასუსტებს, მილტონ ჰეიგს ყავს მისი შემცვლელები, თუმცა რუს მორაგბეებს მოეხსნებათ მისი შიშის სინდრომი - არაა გორგოძე, ესეიგი საქართველო არც ისე საშიშია.
ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებთან მცირედი სხვაობით მარცხი და პრემიალური ქულის აღება, ალექსანდრ პერვუხინისთვის მიღწევად ჩაითვლება, მაგრამ თუ მან შეძლო ქართველების დამარცხება, ის ღმერთად იქცევა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 12 თვის წინ, თბილისში, პერვუხინმა ჰეიგს ტაქტიკური ბრძოლა მოუგო და რუსეთი დასკვნით მეოთხედში მხოლოდ ქართველთა ინდივიდუალური ოსტატობის გამო დამარცხდა“.
თავად პერვუხინი სიტუაციას რეალურად აფასებს, თუმცა გამარჯვების იმედსაც არ კარგავს:
„ისინი რა თქმა უნდა ფავორიტები არიან. მათ წარმატებით ითამაშეს მსოფლიო თასზე და სურთ უფრო მაღალი დონის ტურნირში ჩაებნენ. ბოლოს საქართველოსთან ქულები მრავალი წლის წინ ავიღეთ და ესეც ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ წნეხში გვამყოფებს. ერთის მხრივ, არის ფავორიტი, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ წარმატებაში, მეორეს მხრივ - საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ასევე დარწმუნებულია საქართველოს გამარჯვებაში. მაგრამ არის მესამე მხარეც, რომელიც ამოცანად ღირსეულ თამაშს და რა თქმა უნდა, გამარჯვებას ისახავს“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამ მოგებამ რეიტინგში არაფერი არ მოგვიმატა ?
ბორჯღალოსნებს გაუმარჯოს! ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს!
გილოცავთ გამარჯვებას ! ! !
შედის რუმინეთი ფორმაში, მაგრამ უპრობლემოდ მოვუგებთ
რუმინეთი - გერმანია 61 - 7
მე რუმინეთთან ისევ ამ ნაკრებს დავაყენებდით თუნდაც წავაგოთ.
უნდა გამოიწრთვენენ ბიჭები მათთან თამაშში.
გორგოძეზელანდიასთან საუკეთესოდა აღიარეს და მისი დახმაერებით რომ მოვუგოთ არ გამიკვირდება
ისე ეს გუნდი მინდა იყოს რუმინეთთან
შერკინებაში შევცლიდი 3 ნომერს, თუ შესაძლებელი იქნება ქუბრიაშვილ და ჩილაჩავას დავაყენებდი
მანდ მემგონი ყველას უნდა მიეცეს დრო, ქუბრიაშვილიც უნდა ვნახოთ საქმეში. მაგაში გეთანხმები
მთავარია მოვიგეთ, რასაც ვფიქრობდი ისე წარიმართა თამაში და იმ სხვაობითაც მოვიგეთ, დარწმუნებული ვიყავი მსაჯიც აგვანერვიულებდა, მადლობა ბიჭებს, ჩვენთვის რამხელა სტრესია და იმათთვის ფსიქოლოგიურადრამხელა დატვირთვაა..მადლობა ჩვენს ლომებს
მაგრად მინდოდა ბონუს ქულა.
იმედია რუმინეთთან ჩვეულ რაგბს ვიხილავთ, მომავალი გამარჯვებების მოლოდინში ლომებო !
მეკო გადაცდა 700 ქულას?
მაგის ინგლისელი დ.შ
გილოცავთ პირველ რიგში!
ასე ცუდად დიდი ხანია არ გვეთამაშია.
აზრი რომ ქონდეს თამაშ ამათ ლიდერების გარეშე კაც ნაკლული უნდა ვეთამაშოთ
თამაში ისედაც არ გამოგვივიდა ჩვენ რომ გვინდოდა, მაგრამ მსაჯმა აშკარად გაგვიფუჭა განსაკუთრებით თამაშის ბოლოს
უკმაყოფილობის შეგრძნება დამრჩა.სუდია შენი დედა მო......ან
გილოცავთ დაგეგმილ და უეჭველ მოგებას
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
ბლოკე ჰო თორე თავადაც იგივეს არ ფიქრობ ადმინ
პროსტო აზრი არაა აქვს მართლა ამ თამაშებს. ეხლა ეს რომ 6 ერი იყოს ბლიააა
GAMARJVEBAS GILOCAVT DZMEBO!!!MADLOBA LOMEBS!!!
გილოცავთ, ვულოცავ ბიჭებს
ესენი თუ არ დავადუღოთ თბილისში სპორტულად და ფიზიკურად ღირსების საქმეა, შევაძულოთ რაგბი ამ
ბუნუსიანი თამაშის მაგივრად თავის დაცვა გვიწევს ამ პიტალო მსაჯის გამო
მსაჯი დაბრმავდა
მსაჯი რუსების დამატებითი მოთამაშე გახდა, ამას უნდა ვაგინო მაგრამ..
როგორ დაიძაბა თამაში
Dro ramdeni darcha?
5წუთი
7 წუთი
ბურთი რამდენი ხანი არ ამოქონდათ და არ ჩამოართვა ამ პიტალო მსაჯმა, მიმიფურთხებია
იმსახურებდნენ 1 ლელოს. არ იყო ისეთი ტამაში, რომ მშრალად მოგვეგო
აუ ერთი წაართვით და მერე მიმუტლეთ მის მსაჯიანად
როგორ უნდა დაადებინოს ამ მსაჯის კეთილები...
მსაჯის დ.შ
Movaswari -18,5 koefi 3,5 iyo
stripslashes((strlen('https://baltplay.com/line3.aspx?event=1692394')>0?'https://baltplay.com/line3.aspx?event=1692394':'https://baltplay.com/line3.aspx?event=1692394'))
მოკლედ სხვების დონე იზრდება ჩვენთან ტამაშით, ჩვენი ვერ
უბრალოდ ყველანაირი სტიმული ჩვნთვის ამ ტურნირზე მკვდარია
მეურს რუსეფიშ ხოდუა
Kai dzma icinos
xom gagigia erti icinis tavis tavs cinis
0:24

ერთი ლელოც და ეგაა
კომენტატორმა რა მაგრად გაიცინა

გვაფარჩაკა ჩვენც არგენტინამ, მაგრამ არამგონია დაეცინა ნორმალურ კომენტატორებს
კი
ღრუსი ღორივით. არ უხდება ეგ კომენტატორს
კომენტატორია თუ ჯამბაზი?
მაგ სიცილით ახალ წელს როგორ შეხვდა?!