ჭადრაკი

11:57 | 12.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰოუ იფანი ჩემპიონის ტიტულს უახლოვდება

ქალაქ ლვოვში(უკრაინა) ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლა, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი(უკრაინა) და ექს ჩემპიონი ჰოუ იფანი(ჩინეთი) ხვდებიან.

მოჭადრაკეებმა მეშვიდე ტურის პარტია გაითამაშეს, რომელიც ყაიმით 0,5: 0,5 დასრულდა. შვიდი ტურის შემდეგ ანგარიშია 4,5: 2,5 იფანის სასარგებლოდ. ჩინელ მოჭადრაკეს ტიტულის დასაბრუნებლად ერთი ქულაღა აშორებს.

შეგახსენებთ, რომ მოჭადრაკეებმა მაქსიმუმ ათი პარტია უნდა ითამაშონ. 5,0: 5,0 შემთხვევაში გამარჯვებულს ტაი-ბრეიკი დაასახელებს. თუ რომელიმე მათგანმა შეძლო 5,5 ან 6,0 ქულის დაგროვება სერია შეწყდება და გამარჯვებულად გამოცხადდება.

0.116067