კალათბურთი

2:23 | 12.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის “დარუშაფაკა” სტამბოლურ დერბიში დამარცხდა

ევროლიგის ტოპ-16-ის მე-10 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” სტამბოლის კიდევ ერთ წარმომადგენელ “ანადოლუ ეფესს” უმასპინძლა და 68:72 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 15:44 წუთში კი 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მარკოიშვილმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი სკოტი ვილბეკინი იყო 17 ქულით, სტუმრებს კი ფრანგმა გამთამაშებელმა ტომას უერტელმა ულიდერა – 21 ქულა.

”დარუშაფაკას” 3 მოგება შერჩა და საპლეიოფო ოთხეულში შესვლა ძალიან გაუჭირდება, რადგანაც E ჯგუფში მე-6 ადგილზეა და მე-4 პოზიციაზე მყოფ “პანათინაიკოსს” 3 გამარჯვებით ჩამორჩება.

მანუჩარის კლუბი მომდევნო შეხვედრას 17 მარტს, ისევ სტამბოლში, ჯგუფის ლიდერ “ფენერბაჰჩესთან” გამართავს.

0.119675