სასტუმრო “ჰოლიდეი ინ-“ში საქართველოს ფუტსალის ლიგის პრეზენტაცია გაიმართა. 14 მარტს ლიგა დაიწყება, 8 გუნდი ერთ წრედ შეხვდება ერთმანეთს, მერე კი ნახევარფინალები (ორრაუნდიან ფლეი ოფში) და ფინალი გაიმართება. ფინალი 10 ივნისს ჩატარდება.
ფუტსალის ლიგის ორგანიზებას საქართველოს ფეხბურთიოს ფედერაციასთან ერთად, სპორტული სააგენტო SBM განახორციელებს.
პრეზენტაციისას სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ და SBM-ის დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ ისაუბრეს:
ჯღარკავა: “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფუტსალის ჩემპიონატი მაღალ დონეზე გაიმართოს. ეს ერთ-ერთი პოპულარული და საინტერესო სახეობაა საქართველოში. ფედერაცია ყველანაირად ხელს შეუწყობს მის განვითარებას და ვეცდებით, რომ ფუტსალი როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე ბიზნესმენებისთვისაც საინტერესო გახდეს. მოხარული ვარ, რომ SBM-მა ასეთი კარგი საქმე ითავა”.
ჩიტალაძე: “დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენ წარმოვადგინეთ კონცეფცია და ხედვა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ფუტსალი საქართველოში. წლევანდელი სეზონი გარდამავალი გახდება განვითარების გზაზე, ფუტსალი კერძო ბიზნესისთვის საინტერესო იქნება. ეს ერთწლიანი პროექტი არაა”.
შემდეგ კი ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და კალენდარიც შედგა. მონაწილე 8 გუნდს რაც შეეხება, ესენი არიან: “დინამო” (ბათუმი), თსუ, “უფლისციხე” (გორის რაიონი), სტუ-თელასი (მოქმედი ჩემპიონი), “სპარტაკი”, “თბილისი”, “აფხაზეთი” და იბსუ.
შეხვედრები გაიმართება ახალ სპორტის სასახლეში, იქვე ჩატარდება ნახევარფინალები და ფინალიც. გაისად კი ლიგაში 16 გუნდის მონაწილეობა იგეგმება.
მიმდინარე სეზონში საპრიზო ფონდიც იქნება, თითოეულ ქულაზე დაირიცხება თანხა და დამატებით თანხას მიიღებენ ჩემპიონი და მეორეადგილოსანიც.
პირველ ტურში, 14 მარტს ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს: დინამო (ბათუმი)-თსუ, უფლისციხე-სტუ თელასი, სპარტაკი-თბილისი, აფხაზეთი-იბსუ. თამაშები ერთ წრედ რომ დასრულდება, ნახევარფინალში პირველადგილოსანი მეოთხეადგილოსანს შეხვდება (23 და 30 მაისს), ხოლო მეორეადგილოსანი მესამეადგილოსანს. ფინალზე კი ვთქვით, 10 ივნისს ჩატარდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჭოწუა რა შუაშია ? რუსთავს მაგ პოზიციაზე არც ყავს უცხოელი. და არც ვალდებულია რომ ჭოწუა ჰყავდეს.მათი გადასაწყვეტია ვინ რად ღირს და რად არა. ეგებ ისიც თქვა რომ დეონტა ვონს სჯობს,ან სპანოლოს?ან ბრიჯმენს ან ეგებ და სულაც ფილიპ მილერს სჯობს? ქართველები 80% შემთხვევაში ვერ სჯობნიან ლეგიონერებს. და ლეგიონერი უფრო ნაკლებ ან იმავე ფასში ორი თავით მეტია.
თუ მაგ პოზიციას ადარებ ბოლო ბოლო რუსთავს 4/3 სპანოლო ჰყავს და რამდენად პროდუქყიულია თუნდაც ჭოჭუაზე კარგად ჩანს. და ახლა დინამოში ზუსტად რომ ვონი რომ ყავს გვერდით მაგიტომაც ჩანს ჭოჭუა. დაუყენე ქართველი და მიიღებ ისევ იმ სურათს რაც უწინ იყო .
რაღაცა საეჭვო ამბები ტრიალებს ფედერაციაში და კლუბებში ჩამოყავთ დაბალი დონის ლეგიონერები (3-4) ყავს თითქმის ყველას კაპიკებს უხდიან ალბათ და სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეები ა ლიგაში ასპარეზობენ ,მაგარი ფული ტყდება და დონემ თამაშების ძალიან დაიწია
რა უნდა მოტეხონ ისედაც რაცაა ისიც არ ყოფნის გუნდებს . დაბალი დონის ლეგიონერ რომელია ქართველებს რომ თითქმის ყველა კომპონენტში სჯობიან აქ ეგენი?
მაგრად გესმის შენ კალათბურთი, ჭოჭუას გაშვებით რუსთავმა უკეთესები ჩამოიყვანა და ა. შ სხვა გუნდებმა ?!!!!!!!!!!!
რომელი ლეგიონერი ჯობია ჭოჭუას რუსთავში? უგუნდოდ იყო ვაფშე ბოლოს დინამოში აიყვანეს და კია ლიდერი რამის. ქუთაისს უკეთესი ლეგიონერი ცენტრები ყავს , და უამრავს ჩამოგიტვლი ეხლა მეზარება სუპერლიგის საიტზე შესვლა და რამდენი კაი ბიჭი გადავიდა ა ლიგაში
იყო თავისუფალი და ყოფილიყო ვალდებული არავინააა აეყვანა თუ არ აჭირდებოდათ. მეორე მხარეც არსებობს რატომ უნდად და რატომ არა მწვრთნელებს მოთამაშე. სპანოლო რომ ჭოჭუას სჯობს ახლა გაიგე?
ა სიმართლე არ მოგეცონათ ეკას გავეცი პასუხი მის ცინიზმზე და
ეკეს
ვა რას ამბობ .გაგიშიფრავს
)))))))) დაწერე პროკურატურაში მერე