ჩინეთში დასრულდა მსოფლიოს ინტელექტუალური თამაშები , რომელშიც რაპიდი, ბლიცი და ,,ბასკური სისტემა“ შედიოდა. ასპარეზობას ქალაქმა ჰუაიანმა უმასპინძლა. აღნიშნულ ტურნირში საქართველოს ორი საუკეთესო მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი მონაწილეობდნენ.
ბასკურ სისტემაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკის (რუსეთი) შემდეგ ძაგნიძემ, რომელმაც 6,5 ქულა დააგროვა, მეორე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილი რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელს ვალენტინა გუნინას ერგო.
რაც შეეხება ხოტენაშვილს, მან რაპიდში ჟუ ვენჟუნსა (ჩინეთი) და კატერინა ლაგნოსთან (რუსეთი) ერთად 4,5-4,5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილები გაიყო. უკეთესი კოეფიციენტით მეორე ადგილი ქართველ დიდოსტატს ერგო. 6 ქულით პირველ ადგილზე ტან ჟონგი (ჩინეთი) გავიდა.