ფეხბურთი

17:18 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურას" "ლეჩეს" ყოფილი ნახევარმცველი დაემატა

საჩხერის "ჩიხურამ" 28 წლის სლოვენიელი ცენტრალური ნახევარმცველი ანეი ლოვრეჩიჩი დაიმატა. ამ ინფორმაციას სლოვენიური საიტებიც ავრცელებენ.

ლოვრეჩიჩი ბოლოს კვიპროსულ "აია ნაპაში" თამაშობდა. თავის დროზე საკმაოდ პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნეოდა, 2007 წელს იტალიურმა "ლეჩემ" მასში მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა იქ კარიერა ვერ აეწყო. ლოვრეჩიჩი ასევე თამაშობდა "კოპერში", "ცელიეში", "ოლიმპიაში", რუმინულ "ვასლუიში", მაკედონიურ "ვარდარში" და სერბულ "ვოჟდოვაცში".

ლოვრეჩიჩს უთამაშია სლოვენიის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში.

0.116283