ფეხბურთი

17:06 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელთა ლიცენზირების მორიგი კურსი დასრულდა

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე მწვრთნელთა ლიცენზირების მორიგი კურსის დახურვას დაესწრნენ. სფფ-ს მაღალჩინოსნებმა კურსდამთავრებულებს C ლიცენზიის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს. სერთიფიკატი 28 მსურველმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ორი გოგონაა. მწვრთნელთა განათლებისა და გადამზადების პროგრამები მომავალშიც გაგრძლდება და კიდევ უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს.

სფფ-ს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.134283