ფეხბურთი

16:11 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში პოჩეტინიო და ფორსტერი გამორჩიეს

ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად “საუთჰემპტონის” მეკარე ფრეიზერ ფორსტერი, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად “ტოტენჰემის” თავკაცი მაურისიო პოჩეტინიო დაასახელს.

ფორსტერმა, რომელმაც სეზონის დასაწყისი ტრავმის გამო გამოტოვა და მოედანს მხოლოდ იანვრის თვეში დაუბრუნდა, თებერვალში 4 თამაში ჩაატარა და აქედან სამჯერ (“არსენალთან”, “ვესტ ჰემთან” და “სუონსისთან”) კარი მშრალად შეინახა. საერთოდ, ფორსტერს პრემიერლიგაში მიჯრით 6 თამაშში არ ჰქონდა გოლი გაშვებული და ეს სერია 27 თებერვალს “ჩელსისთან” (1:2) მატჩში შეწყდა.

რაც შეეხება პოჩეტინიოს, მისმა “ტოტენჰემმა” თებერვალში 4-დან ოთხივე თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა. ამჟამად, “დეზები” ლიდერ “ლესტერს” 5 ქულით ჩამორჩებიან. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში არგენტინელი სპეციალისტი პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად მეორედ დაასახელეს.

0.158074