იტალიური “ემპოლის” ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უკეთ ათამაშება სურს. ამის შესახებ 25 წლის თავდამსხმელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც გენუის “სამპდორიასთან” დაპირისპირებამდე გაიმართა.
“ზედიზედ ოთხი წაგება ბევრია. მზად ვართ საბრძოლველად. მართალია ისინი ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ გამარჯვება დავიბრუნოთ”, - ამბობს ლევანი.
კრიზისი – ეს ფეხბურთია. ფეხბურთი კი ისეთი სპორტის სახეობაა, სადაც ნეგატიური დროც დგება.
ძელი “ჯენოასთან” – ძალიან ვწუხვარ, ძალიან. შემეძლო უკეთ დარტყმაც, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ისე, მნიშვნელოვანი გოლი იქნებოდა, როგორც ჩემთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის.
კონდიციები – კარგად ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად. რეგულარულად ვვარჯიშობ და იმედი მაქვს, გუნდს დავეხმარები.
შიში – სატურნირო ცხრილი არა, მაგრამ 4 წაგება გვაშფოთებს. ვიცით, როგორ შეიძლება უკეთ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მალე ჩვეულ რიტმში დაბრუნდება.
“სამპდორია” – ეს გუნდი ტექნიკურად ძალიან ძლიერია. თუმცა, ჩვენც ვიცით, რომ არ ვართ სუსტები და გვინდა მოგება გავიხსენოთ. მნიშვნელოვანია, მთავარ მწვრთნელს მოვუსმინოთ.