ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრაზილიელ მოდელს, ადრიანა ლიმას, მთელს მსოფლიოში იცნობენ და იშვიათად ნახავთ ადამიანს და მით უმეტეს მამრობითი სქესის ჯეელს, რომელსაც ამ ქალის უზადო სხეულისა და მზესავით მანათობელი სახის დანახვისას გმინვა არ აღმოხდეს.
ადრიანა ლიმა ამჟამად ევროპაში მოღვაწეობს, ესპანეთში აქვს კარავი გაშლილი და მას თაყვანისმცემლები ისე ახვევიან, ვითარცა ფუტკრები თაფლს და სახელმწიფო მოხელეები ქვეყნის ბიუჯეტს. ადრიანას მოტრფიალეთა შორის, ბრაზილიური კლუბის, “კრუზეიროს” ყოფილი პრეზიდენტიც, სენიორ ამადეო ჟირანიც ყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ ამადეო ჟირანი “კრუზეიროს” პრეზიდენტი აღარ არის, მისი ქონება კვლავ თვალისმომჭრელად გამოიყურება და ბევრ მშვენიერ ასულს უჭირს ამ კაცზე უარის თქმა. მაგრამ, როგორც ბრაზილიური ბულვარული მედია წერს, ადრიანა შეუვალია ვითარცა იალბუზი და იძახის, სარეცელში მე მხოლოდ იმას ჩავუკოტრიალდები, ვინც მომეწონებაო. ბარაქალა ლიმა-ჯან!