ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ინდიან ველსში დაწყებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 6 844 139 დოლარი) სახელოვან იტალიელ სარა ერანისთან ერთად წყვილში ჩაება და პირველი გამარჯვებაც იზეიმა.
კალაშნიკოვას და ერანის პირველ წრეში არანაირი პრობლემა არ შექმნიათ და ტაივანელი სუ-ვეი ჰსიე და ჩინელი შუაი პენგი 6:0, 6:2 გაანადგურეს. ამ წარმატების წყალობით, ოქსანას და სარას 120-120 სარეიტინგო ქულა ერგოთ.
თუ რომელი წყვილი იქნება მერვედფინალში კალაშნიკოვას და ერანის მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა. ქართველი და იტალიელი ჩოგბურთელები იმ მატჩის დასრულებას ელიან, რომელშიც ესპანელები მედინა გარიგესი და პარა სანტოია ფრანგებს – გარსიას და მლადენოვიჩს ეთამაშებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძმებო ყველას გეკითხებით ... თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია სად შეილება ავიყვანო მწვრთნელი რომელიც მასწავლის კარგად ჩოგბურთს და სამოყვარულო დონეზე რომ გავაგრძელო შემდგომ
სემ კუერი - ცონგა 1.60 კაი კუშI აქ ცონგას
ფელიციანო - აგუტი ფელიციანოს 2.45 რა ამბავია
dadado9

ისე რაღაც ვერ თამაშობს როგორც უნდა იყოს ...
აშკარად თვალები ვერ მირჩინა ეტყობა ...
ფრატანჯელომ ისეთი ჩაუტარა პირველი სეტი რო რავი მემგონი ნადლაი და ფედიას არ მოუგია ასე ჯოკოსთვის
ფრატანჯელო
ნოვაკ სერბს 1.1 აქვს კოლშაიბერთან... არ არის ფორმაში ?
ინდიანა უელსი მიდის და აქ არაფერი იწერება
მარიმ ვაბშე წააგო
1.01 
კალაშნიკოვამ და ერანიმ მეორე წრეც მოიგეს!
ახლა ვნახეეე.149ე ჩოგანთან 6-2 როგორ დათმო სეტი ნოლემ.პრიკოლიააა
ani-barcelona

არა ვერ მოიგებს მგონი ინდიანას ეგ ასე თუ გააგრძლეა
ani-barcelona

როგორ ხარ? რატო უნდა მოგიგოს ამან 6-2
ან კიდევ იქით ნადალი 6-2 ესები დაქილავდენენ
კარგადშენ, ჯოკოვიჩი მგონი დაბრმავდა რაებს აკეთებდა გუშინ მაგრად მაცინა

ფრატანჯელო ჯოკოვიჩი 6-2

ცნობისთვის ერანი, ჰსიე და პენგიც ყოფილი პირველი ჩოგნები არიან
მარტო ოქსანას იმედი მაქვს დღევანდელი ჩოგბურთის შემხედვარე და იმედია ეხლა თუ არა შემდეგ ტურნირზე მაინც კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს დააფიქსირებს
ორივე კარგად თამაშობს ბადესთან მარა სამაგიეროს ორივეს ჩაწოდება .....
ისე ერანისთან ცუდი წყვილი არ უნდა გამოვიდეს, დააბალანსებენ ერთმანეთს მაღალი და დაბალი
ხო თანაც ქართველი და იტალიელი მენტალურად უფრო შეეფერებიან ერთმანეთს - მართალია ოქსანა კალაშნიკოვაა მაგრამ საქართველოში დაბადებული და გაზრდილია და გარემო და ჰაერი მაინც თავისას იზავდა!