ფეხბურთი

23:41 | 10.03.2016 | ნანახია 1295 - ჯერ

პაბლო ფრანკო: “საბურთალოელთა თამაში ჩემს გემოვნებაში ჯდება”
ხვალ “საბურთალოში” ესპანელი ფიზმომზადების მწვრთნელიც ჩამოვა

დღეს “ბენდელას” სტადიონზე “საბურთალოსა” და 35 წლის ესპანელ მწვრთნელ პაბლო ფრანკოს შორის კონტრაქტი გაფორმდა. ხელშეკრულება ორწლიანია. ასევე ორწლიანი გაფორმდა რამდენიმე დღის წინ მანოლო იეროსთან, რომელიც როგორც იცით, “საბურთალოს” სპორტული დირექტორი იქნება. საბურთალოელები ესპანურ რელსებზე გადავიდნენ.

პრესკონფერენციაზე პაბლო ფრანკოსა და მანოლო იეროს გარდა, “საბურთალოს” აღმასრულებელმა დიექტორმა კახა კაშიამაც ისაუბრა.

კაშია: “რამდენიმე დღის წინ იერო წარვადგინეთ და ვაგრძელებთ ესპანურ ფეხბურთთან დაახლოებას. დღეს პაბლო ფრანკოა თქვენს წინაშე. მადლობა უნდა გადავუხადოთ პაბლოს წინამორბედ გია ჭიაბრიშვილს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა კლუბში და მისი დიდი დამსახურებაა, რომ “საბურთალომ” პროგრესი განიცადა. მინდა ვთქვა, რომ ჭიაბრიშვილის ახალგაზრდულ ნაკრებში წასვლა (გია გეგუჩაძის თანაშემწედ) რამდენიმე თვის წინ იყო გადაწყვეტილი და ჯერ კიდევ დეკემბერში გვქონდა კავშირი როგორც მანოლო იეროსთან, ასევე პაბლო ფრანკოსთან.

...ჭიაბრიშვილი “საბურთალოში” მხოლოდ მწვრთნელი არ იყო, ის ჩვენი ოჯახის წევრი გახლდათ და დარჩება კიდეც. რაც შეეხება პაბლო ფრანკოს, 35 წლისა გახლავთ, მაგრამ საკმაო გამოცდილება აქვს მწვრთნელობაში. საკმარისია ითქვას, რომ პრიმერა დივიზიონში უმუშავია მთავარ მწვრთნელად, კერძოდ, “ხეტაფეში”. მას სრულ ნდობას ვუცხადებთ. გვჯერა, რომ ჩვენს ახალგაზრდა ფეხბუღთელებთან წარმატებით იმუშავებს”.

პაბლო ფრანკო: “რა თქმა უნდა, “საბურთალოს” თამაშების ვიდეოფირი ვნახე. გუნდი ტექნიკურ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, წააგავს ესპანურს და მით უფრო, “ბარსელონას”. ბუნებრივია, ვგულიხმობ თამაშის მანერას და არა – ხარისხს. ორი დღეა, რაც კლუბში ვარ და ვხედავ, “საბურთალოში” ფეხბურთზე შეყვარებული და თავისი საქმის პროფესიონალი პიროვნებები მუშაობენ.

...თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, მოვასწარი ბევრის დათვალიერება და სხვათა შორის, მომეწონა ქართული სამზარეულო: ხაჭაპური, ხინკალი... გუნდს ნელ-ნელა ვეცნობი, ვაკვირდები ფეხბურთელებს. ის ფაქტი, რომ ბოლო ტურებში “საბურთალო” წარუმატებლად თამაშობს, ტრაგედიად არ უნდა აღვიქვათ. ჩემი უახლოესი მისიაც ესაა, რომ გუნდის თამაში სწრაფად გამოვასწორო და შედეგი უკეთესი გახდეს.

...ვხედავ შეცდომებს, თუნდაც დაცვაში. კვირას “გურიას” ვეთამაშებით და უნდა ვეცადოთ, რომ წამყვანი ფეხბურთელების არყოფნაში, კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ისე, მინიმალურით არასოდეს ვკმაყოფილდები. ბოლოს “ხეტაფეს” მთავარ მწვრთნელად ვმუშაობდი, შემომთავაზეს “ხეტაფეს” მეორე გუნდის მწვრთნელობა, მაგრამ “საბურთალოს” წინადადება უფრო საინტერესო მეჩვენა. “ხეტაფეში” დიდი გამოცდილება მივიღე: ბევრს ნიშნავს “სანტიაგო ბერნაბეუზე”, “კამპ ნოუზე” და “ვისენტე კალდერონზე” მეტოქის მწვრთნელის რანგში გამოსვლა”.

მანოლო იერო: “მოხარული ვარ, რომ პაბლო აქ არის. მინდა ვთქვა, რომ “საბურთალოში” კარგი სამუშაო გარემოა. კლუბის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ უნდა მიაღწიოს პროგრესს. რა თქმა უნდა, ესპანეთში კარგი კავშირები მაქვს და ვეცდები, რომ ეს “საბურთალოსთვის” გამოვიყენო. ვითანამშრომლებთ ესპანურ კლუბებთან, რათა მეტი გამოცდილება მივიღოთ.

...ესპანელი ფეხბურთელების ჩამოყვანა? Aჯერ არ იგეგმება. გვინდა, რომ ქართველებზე გაკეთდეს აქცენტი, მერე კი თუ აუცილებელი გახდება, შესაძლოა, ჩამოვიყვანოთ კიდეც.”

პაბლო ფრანკო მარტინზე უფრო ვრცლად:

დაიბადა 1980 წლის 11 ივნისს. აქვს პროლიცენზია, იყო მწვრთნელი ჯერ ესპანეთის ქვედადივიზიონურ კლუბებში (“კორია”, “ფუენლაბრადა”, “სანტა ეუხენია”, “პუერტოლიანო”). 2014-2015 წლების სეზონში “ხეტაფე ბ”-ს თავკაცობდა, ხოლო 2015 წლის 9 მარტს “ხეტაფეს” ძირითადი გუნდი პირველად გაწვრთნა პრიმერა დივიზიონში. დებიუტიც კარგი გამოუვიდა, მადრიდელებმა გასვლაზე 2:1 აჯობეს “კორდობას”.

მთლიანობაში, 13 ტურში თავკაცობდა “ხეტაფეს” და მოახერხა გუნდის პრიმერაში დატოვება. 3 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 8 წააგო. პაბლო ფრანკომ “ხეტაფეში” ცნობილი კიკე სანჩეს ფლორესი შეცვალა, აი, თავად პაბლო ფრანკოს ნაცვლად კი ფრან ესკრიბა დანიშნეს.

და ბოლოს, “საბურთალოში” პარასკევს უკვე ფიზმომზადების მწვრთნელი ჩამოვა. მის სახელ-გვარსაც ხვალ შევიტყობთ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:44 | 11.03.2016
Giorgi Giorgi (180)

წარმატებები გუნდს იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და ამ იმედიან განწყობას არაფერი შემიცვლის

10:03 | 11.03.2016
araza-1918 (6330)

გაზპრომი კალაძე-ორჯონიკიძეს არ ამიშნინებს ნაკრების ტრენერს. შახტარმა მოიგო კარგი დღეა პყტინკების ზენიტი და შარაპოვა გავარდენ, ზეგ ჩვენი რაგბისტებიც გალახავენ ღრუსებს.პანაშვიდია ღრუსეთში. უკრაინის 2 გუნდი აგრძელებს. ყაზახეთანდე 18 დღე..გაფართოებული 39 კაციანი სიის ჩემი ვარიანტი. ლორია რევიშვილი შელია/უფა/===ლობჟანიძე კაკაბაძე კვერკველია კაშია გრიგალავა ამისულაშვილი დვალი ნავალოვსკი ჯიქია/ამკარი/ ხუბუტია ====კანკავა ანანიძე დაუშვილი კვეკვესკირი აბურჯანია ცინცაძე===ოქრიაშვილი ყაზაიშვილი თარგამაძე ჭანტურია კობახიძე მერებაშვილი ყენია ჰუფნახელი ძალამიძე ებრალიძე პაპუნაშვილი ლიპარტია არაბიძე=== მჭედლიძე ვაწაძე კაჭარავა გელაშვილი დვალიშვილი ქვილითაია მელქაძე /სპარტაკი/

07:11 | 11.03.2016
datio (885)

წარმატებები საბურთალოს.
სწორედ მიყავს ამ გუნდს საქმე. სხვა კლუბებს შეუძლიათ ისწვალონ საბურთალოს თუ ლოკომოტივის მაგალითზე.

0.149149