რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს შეჯიბრების მასპინძელ დარბაზში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა – პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ავიდა.
61 კილოგრამ წონით კატეგორიაში სულ 13 მოჭიდავე შეიკრიბა. ხინჩეგაშვილს პირველ მეტოქედ მაკედონიელი იასინ რედიალარი ერგო და მოლოდინისამებრ, ადვილად ჩამოიშორა – 10:0. შემდეგ მოწინააღმდეგეს - სომეხ ვალოდია ფრანგულიანს 5:0 აკმარა.
შედარებით მძიმე ბრძოლა კი ნახევარფინალში გადაიტანა, აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევთან. პირველი პერიოდი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ალიევის გაფრთხილებით მიღებული ქულით 1:0 მოიგო. მეორე პერიოდში 1:2 ჩამორჩა, მაგრამ ბოლო წუთნახევარში ანგარიში ისევ სათავისოდ შეატრიალა და საბოლოოდ 4:2 იმარჯვა.
გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველმა მსუბუქწონოსანმა ბელარუს ჰეორჰი კალიეუს ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, 6:1 სძლია და ევროპოდიუმის უმაღლეს საფეხურზე მეორედ ავიდა. პირველად ეს 2 წლის წინ შეძლო.
დღესვე, კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები 74 კილოგრამშიც გამოვლინდნენ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ჩემპიონატზე მეოთხე მედალი იაკობ მაქარაშვილმა მოუტანა. ოქრო-ვერცხლის შანსი მან პირველსავე შეხვედრაში დაკარგა, აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვთან წაგებით (0:5), მაგრამ ცოტა ხანში დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, მას შემდეგ, რაც ჰასანოვმა ფინალის საგზური გაინაღდა.
ბრინჯაოს გზაზე მაქარაშვილმა ორი ეფექტური გამარჯვება მოიპოვა. ჯერ უკრაინის ნაკრების წევრ გია ჩიხლაძეს აჯობა 10:0, ხოლო შემდეგ, ასეთივე ანგარიშით, სულ რაღაც 4 წუთში გაუსწორდა ბულგარელ მიროსლავ სტეფანოვს.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევრომედლების ბოლო ორი კომპლექტი ხვალ გათამაშდება. საქართველოს სახელით კონკურენციაში დავით ტლაშაძე (70 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ჩაებმებიან.
თავისუფალი ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
რიგა
10 მარტი
61 კგ
1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
2 ჰეორჰი კალიეუ (ბელარუსი)
3 ჰაჯი ალიევე (აზერბაიჯანი)
3 ივან გუიდეა (რუმინეთი)
74 კგ
1 სონერ დემიტრაში (თურქეთი)
2 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
3 იაკობ მაქარაშვილი (საქართველო)
3 ზაურ მაკიევი (რუსეთი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დღეს ინტერნეტი გამითიშეს. WIFI ძლივს ვიჭერ, ვიდეოს ვერ ქაჩავს და ჩვენების ფინალის მიმდინარეობას (როგორმიდის ქულები) თუ შემატყობინებთ მადლობელი ვიქნები
ბადე -stripslashes((strlen('https://arena.unitedworldwrestling.org/sport-event/show/2608fbbd-e447-11e5-a4fd-080027d8aa75/live')>0?' https://arena.unitedworldwrestling.org/sport-event/show/2608fbbd-e447-11e5-a4fd-080027d8aa75/live':' https://arena.unitedworldwrestling.org/sport-event/show/2608fbbd-e447-11e5-a4fd-080027d8aa75/live'))
პირდაპირი -stripslashes((strlen('https://unitedworldwrestling.org/event/european-championship-senior-1')>0?' https://unitedworldwrestling.org/event/european-championship-senior-1':' https://unitedworldwrestling.org/event/european-championship-senior-1'))
ორივე პოლონელს ხვდება ფინალში
გაიხარეთ მადლობა ბიჭებო
უკლება ხვალ არ გავიდეთ ერთად რაგბის საყურებლად თუ არ გიწევს მორიგეობა.
მობილურზე შეგეხმიანები ხვალ
ბიჭებო გამარჯობათ. დამაგვიანდა მარა განწყობაზე გეტყობათ რომ ყველაფერი კარგადაა. სად შეიძლება ყურება სხვატკების ხო ვერ მეტყვით?
უნდა გადაახვიო, 2 გვყავს ფინალში და იმედია 2 ოქროს მივიღებთ
უკლებას გაუმარჯოს, არ ჩანხარ ეს დღეები
დამთავრდა უკვე გადახვევა შეგიძლია ფინალები 9-ზეა stripslashes((strlen('https://arena.unitedworldwrestling.org/sport-event/show/2608fbbd-e447-11e5-a4fd-080027d8aa75/live')>0?' https://arena.unitedworldwrestling.org/sport-event/show/2608fbbd-e447-11e5-a4fd-080027d8aa75/live':' https://arena.unitedworldwrestling.org/sport-event/show/2608fbbd-e447-11e5-a4fd-080027d8aa75/live'))
stripslashes((strlen('https://unitedworldwrestling.org/event/european-championship-senior-1')>0?'https://unitedworldwrestling.org/event/european-championship-senior-1':'https://unitedworldwrestling.org/event/european-championship-senior-1'))
ქულებზეა...რუსებს 48 ქულა ჰქონდათ,ჩვენ და უკრაინას 40-40,აზერბაიჯანს 38...1 ადგილი-10 ქულა,მეორე-9 მესამე-8 მეხუთე-მეექვსე-6 მეოთხედფინალიტები-3...დღეს 18 ქულა გარანტირებული გვაქვს,რუსებს აქვთ მხოლოდ 70-კილოში 8 ქულის შანსი...ანუ 56 რუსებს 58 ჩვენ ყველაზე ცუდ ვარიანტში...
stripslashes((strlen('https://arena.unitedworldwrestling.org/weight-category/show/36c24fff-e447-11e5-a4fd-080027d8aa75/print/teams/ranking')>0?'https://arena.unitedworldwrestling.org/weight-category/show/36c24fff-e447-11e5-a4fd-080027d8aa75/print/teams/ranking':'https://arena.unitedworldwrestling.org/weight-category/show/36c24fff-e447-11e5-a4fd-080027d8aa75/print/teams/ranking'))
ალბათ 1 დან 10 ადგილამდე დაკავებული ადგილების მიხედვით ვართ 1 -ზე საღო
პეტრიაშვილი ძალიან მაგარია ამის იმედიც მაქვს ოლიმპიადაზე ! მძიმე წომისთვის ძალიან სწრაფი და მოქნილია და კარგად შედის ფეხში მოკლეს ოლიმპიადაზე მინიმუმ 2 ოქრო თავისუფლებმა უნდა დადოონ ! იქეთ ძიუდო და კლასიკოსებიც ასე რომ წელს ოლიმპიადაზე 1972 წლის რეკორდი უნდა გავიმეოროთ 6 ოქროო !! DD
მაგარი სხვატკა იყო
საქართველო პოლონეთია ფინალები მძიმეში ნაღდი პოლონელიმ 70-ში ლეკი პოლონელი...კიდევ ერთი კარგი ამბავი გუნდურში პირველი გავინაღდეთ!..))) ტლაშაძეს ყოჩაღ..ფინალში გაუჭირდება მაგრამ შეუძლია მოგება..ძლიერი მეტოქეჰყავს..გენომ კი 100% უნდა მოიგოს...მაგრამ ბოლომდე კონცენტრაციაა საჭირო,,,,
რუსებს ვასწრებთ? 3 ოქრო აქვთ ვაჟებში
ქულებზეა...რუსებს 48 ქულა ჰქონდათ,ჩვენ და უკრაინას 40-40,აზერბაიჯანს 38...1 ადგილი-10 ქულა,მეორე-9 მესამე-8 მეხუთე-მეექვსე-6 მეოთხედფინალიტები-3...დღეს 18 ქულა გარანტირებული გვაქვს,რუსებს აქვთ მხოლოდ 70-კილოში 8 ქულის შანსი...ანუ 56 რუსებს 58 ჩვენ ყველაზე ცუდ ვარიანტში...
ძალიანაც კარგი
აჰა, გავიგე, ძიუდოსაგან განსხვავებულად ყოფილა
აკგული დათრგუნულია
ა–ზე თურქი და რუსი ხვდება
აკგული უნგრელს არ გამოუცხადდა
აკგულმა უარი თქვა ჭიდაობაზე
რაღაც, დღეს ჩრდილოკავკასიელები ვერ ვარგობენ
ამ ჩემს მეჭიაურს, მთავარია ჩვენ მოვიგოთ
ისე 3 ოქრო რა მაგარი იქნებაა)
ეს გაჯიევი ვინაა ? აზერია თუ ჩრდილო კავკასიელი ?
პოლონელ აზერს ხვდება დავითი, გამოდის 2 პოლონელი და 2 ქართველი ჭიდაობს ფინალს
პოლონელებს რომ ორი ფინალისტი ყავთ არ გიკვირთ? :დ
ვიქონიოთ იმედი რო 2-ჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს
ორივე პოლონელს ხვდება ფინალში
ძალიან კარგი, იმედია საღამოსაც გაგვახარებენ..ყოჩაღ ბიჭებს
ტლაშაძეც რა კარგი ბიჭი გვყოლია.
2 ოქრო მისაღები შედეგი იქნება დღეს
საღოლ ტლაშაძე, აკონტროლებდა შეხვედრას, კარგი გდება გაუკეთა მეორე პერიოდში
ყოჩაღ ორი ფინალი
ბიჭებო, ფინალები როდის დაიწყება?
9-ზე
9 საათიდან ალბათ. გუშინ გრე დაიწყო
გაიხარეთ
დავით შე ძველო, ამას სენგან არ ველოდი ბრავო ბრავო

ვოთ ე ვანდეFულ დეი
DDDDDDDDDDDDDDD
მალადეეეეც
ყოჩაღღღღღღღღღღღღღღღღღღღღღღღღღღღღღ
8-4. 2 ფინალისტი გვყავს
ჰუუუუუ, ყოჩაღ დავითს, ნებისმიერ შემთხვევაში მისთვის დიდი წარმატებაა
ესეც მეორე ფინალისტიიი...))
მოიგოოოოოოოოოოოოოოო
გენაცვალეეეეეეეეეეეეეეე
6-4
2-2 ნამეტანი რთული ბრძოლაა
მიდი დავით აბა შენ იცი
ა ტატამზე დავით ტლაშაძე გამოვა 20 წამში
ტლაშაძის მოგებაც და დგეს ორ ფინალს ვუყურებთ
)
ფინალში ვის დაეჯახება გენო?
Robert BARAN (POL)
Robert BARAN (POL)
მადლობა: ესეც მეორე ოქრო