ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ბრაზილიის ქალაქ კურიტიბაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მერვედფინალში გამოეთიშა.
შაფათავა მე-6 ნომრად იყო განთესილი და საწყის რაუნდში ამერიკელ უსუე მაიტანე არკონადას 6:2, 4:6, 6:1 სძლია, მე-2 წრეში კი არგენტინელ კატალინა პელასთან 2:6, 1:6 დამარცხდა.
ალექსანდრე მეტრეველის გარეშე გაგრძელდება პორტუგალიურ ლოულეში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირი. მე-2 რეიტინგის მქონე ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში მასპინძელ ანდრე გასპარ მურტასთან (მსოფლიოს 552-ე ჩოგანი) 5:7, 2:6 წააგო.