იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო “მილანის” ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ინფორმაციას Selon-ი ავრცელებს.
31 წლის ფეხბურთელს “როსონერისთან” ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.
მიდინარე სეზონში მონტოლივომ 26 მატჩი ჩაატარა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია და მისი დაბრუნება მარტის შუა რიცხვებში იგეგმება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაპიტანო ცუდია სულ ტრანვები რო გაწუხებს. სიამოვნებით გიხილავდი კიდევ რამოდენიმე წელი.