“პალერმოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ვალტერ ნოველინო იქნება. ინფორმაციას სიცილიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. იტალიელმა მწვრთნელმა ახალი კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ნოველინო წლების განმავლობაში “სამპდორიას”, “ტორინოს” და “ნაპოლის” ხელმძღვანელობდა. ბოლოს 62 წლის სპეციალისტი “ლივორნოში” მუშაობდა. ვალტერის გაწვრთნილი გუნდი სერია ბ-ში ასპარეზობდა და 86 მატჩში 30 მოიგო, 31 ფრედ ითამაშა და 25 შეხვედრაში მარცხი განიცადა.
“პალერმო” ამ დროისთვის იტალიის ჩემპიონატში მე-17 ადგილზე 27 ქულით იმყოფება და გასავარდ ზონაში მყოფ “ფროზინონეს” 1 ქულით უსწრებს.