ბორჯღალოსნები თავიანთ ტრადიციულ მეტოქეს, რუს დათვებს ურთიერთსეხვედრების ისტორიაში მეოცედ 48 საათზე ნაკლებ დროში ერკინებიან. ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატის მე-4 ტურში რუსეთის ნაკრები სოჭში გვიმასპინძლებს. მატჩი საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს, ხოლო რადიორეპორტაჟის მოსმენა შესაძლებელია შემდეგ რადიო სადგურებზე: FM 102, 4 და FM 100,9.
ტრადიციულად, მატჩამდე 2 დღით ადრე ბორჯღალოსნების სამწვრთნელი შტაბმა ნაკრების სამატჩო რაზმი დაასახელა. ესპანეთთან თამაშის შემდეგ ბორჯღალოსანთა 15-ეულში ერთბაშად 4 სიახლეა:
9 ნომრად - მსოფლიოზე ‘ოლ ბლექსთან’ რკენის შემდეგ პირველად - იწყებს გამოცდილი ჰავბექი გიორგი ბეგაძე.
შეიცვალა ორივე ბურჯი: მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის ნაცვლად მარქაფიდან დაწინაურდნენ კახა ასიეშვილი და ანტონ ფეიქრიშვილი.
მღლეტელად - დაშავებული კოკი თხილაიშვილის მაგივრად - ითამაშებს საბა შუბითიძე, ვისთვისაც სოჭის რკენა კარიერის პირველი სერიოზული ტესტი იქნება.
მარქაფაში დაგვემატა დიდი ძალა - ტულონის მეორე’ხაზელი კოტე მიქაუტაძე
90-ე კეპს მიითვლის ვეტერანი ფორვარდი გიორგი ჩხაიძე, შალვა სუთიაშვილი კი მეთერთმეტედ უკაპიტნებს ნაკრებს.
სტატისტიკური ჭრილი
საქართველო და რუსეთი ამ შაბათს მეოცედ შეიბმებიან. 1993 წელს დაწყებულ მეტოქეობაში ბორჯღალოსნები ბევრად ჯობნიან დათვებს:
17 გამარჯვება, 1 წაგება და 1 ფრე (ჯამში 476:224, ლ 52/13). 2002 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, რუსეთი უკვე ზედიზედ 14-ჯერ დავამარცხეთ.
სოჭი რუსეთ-საქართველოს რკენას მესამედ მასპინძლობს. 2011 წელს, წვიმაში, 15:9 გავიმარჯვეთ, ხოლო 2013 წელს მეტით, 23:9 მოვიგეთ.
საქართველოს ბორჯღალოსნები
'რაგბი ევროპის' ჩემპიონატი 2016 * რუსეთი * შაბ 12/03 სოჭი, იუგ @ 16.00 საქ
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | მონლიუსონ [სფრ ფედ2] | 1983 | 90 | 14ლ 120გ 125ჯ 3ა [694 ქ] 4სბ |
14 | გიორგი აფციაური | არმია [საქ დ 10] | 1994 | 17 | ლ |
13 | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 90 | 18ლ [4 კაპ] სბ |
12 | თამაზ მჭედლიძე | აჟენ [სფრ ტოპ 14] | 1993 | 37 | 5ლ |
11 | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 53 | 6ლ 2სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1988 | 42 | 6ლ 4გ [38 ქ] |
9 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] | 1986 | 43 | 2სბ |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | კახა ასიეშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 19 | ლ |
2 | შალვა მამუკაშვილი | გლაზგო [შტლ პრო 12] | 1990 | 38 | 3ლ |
3 | ანტონ ფეიქრიშვილი | ბეიონ [სფრ პრო დ2] | 1987 | 19 | 2ლ სბ |
4 | გიორგი ჩხაიძე | ლილ [სფრ ფედ1] | 1981 | 89 | 10ლ [1 კაპ] 6სბ |
5 | გიორგი ნემსაძე | ტარბ [სფრ პრო დ2] | 1984 | 57 | 10ლ 3სბ |
6 | შალვა სუთიაშვილი^კაპ | ანგულემ [სფრ ფედ1] | 1984 | 55 | 2ლ [10 კაპ] 3სბ |
7 | საბა შუბითიძე | აკადემია [საქ დ 10] | 1994 | 4 | : |
8 | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 18 | 5ლ სბ |
მარქაფა [სათადარიგოები] | |||||
23 | მურაზ გიორგაძე | არმაზი [საქ დ 10] | 1994 | 9 | 2ლ |
22 | ლაშა მალაღურაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] | 1986 | 65 | 4ლ 36გ 25ჯ 3ა [176 ქ] 2სბ |
21 | ვასილ ლობჟანიძე | არმაზი [საქ დ 10] | 1996 | 13 | : |
16 | ჯაბა ბრეგვაძე | ვუსთერ [ინგ პრემ] | 1987 | 32 | ლ სბ |
17 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 22 | 8ლ 2სბ |
18 | გიორგი მელიქიძე | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 1 | : |
19 | კოტე მიქაუტაძე | ტულონ [სფრ ტ14] | 1991 | 40 | 2ლ 2სბ |
20 | ბექა გორგაძე | მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2] | 1996 | 5 | ლ სბ |
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შარშან თბილისში თამაშის მერე რუსულ საიტზე რუსსიანრუგბზე ერთმა რუსმა გულშემატკივარმა დაიქადნა - ეს საქართველოსთვის რუსეთთან ბოლო მოგებააო, ამის მერე რუსები სულ მოვუგებთო... (შეგიძლიათ ნახოთ საიტstripslashes((strlen('www.russianrugby.ru')>0?' www.russianrugby.ru':' www.russianrugby.ru')) -ზე). ისე უნდა დავამარცხოთ, რომ თამაშის ხასიათი მლად წაუხდეთ. საქართველოსთან გამოსვლამდე შეგუებულნი იყვნენ წაგებას. პუტინიშ დიდა ფხოდ. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ქართველ მორაგბეებს!
წარმატება ბიჭებო! თუ შესძლებთ ლომებო დღეს ჯავრი იყარეთ.რუსებს საერთოდ ნირი რო წაუხდეთ,და ეს გააკეთეთ ქართულად, ლაღად დიდებულად,მაღალი კლასის ხარჯზე
თან შემადგენლობაც კარგადაა დეყენებული..რუსებს რომ გამოეცლებათ ძალები მეორე ტაიმში, მაშინ შეუშვებენ მიქაუტაძეს, ბრეგვაძეს, ჟვანიას, ლობჟანიძეს...
რის ხარჯზე უნდა მოგვიგოს რუსეთმა ვერ ვხვდები..ნებისმიერ კომპონენტში ვჯობივართ, უკანა ხაზი ჩვენი ძალიან გამოცდილია და არ მგონია რუსების ჯობდეს ჩვენსას, შერკინებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია..მეც ვეთანხმები იმ აზრს რომ ძნელი იქნება თამაში,რუსები შეგვაკლავენ თავს, მაგრამ ნაკრებებს შორის განსხვავება სათამაშო კლასში ძალიან დიდია, არ ყოფილა არასდროს ასეთი სხვაობა..ერთადერთი მეშინია მსაჯის პრობლემა არ შეგვექმნას, ისე როგორც ნამიბიასთან, მაგრამ მაინც მოვუგებთ..არ არიან რუსები ის ხალხი ვინც დაწოლას 80წუთის განმავლობაში გაუძლებს...
იმის გაფიქრებაც ჰო შეიძლება რო ამ შემადგენლობას რამხელა მოტივაცია ექნება ღრუსისტანის წინააღმდეგ
სრული კონცენტრაციით გამარჯვებისთვის ისტორიულად მშობლიურ მიწა-წყალზე !
რუსეთთან ნებისმიერი სპორტის სახეობაში, ნებისმიერი რანგის ტურნირზე, გამარჯვება სპორტზე ბევრად მეტად ფასობს ჩვენში და ეს ყველაზე უკეთ იცის რაგბის ერთობამ და ყველაზე მეტ ბრძოლისუნარიანობასა და შედეგს ვიმკით.
უფალო შეგვეწიე მართალ ბრძოლებში !
ჟვანიას თამაში მევასება ყველაზე მაგრად
გასაგებია რომ რუსებს ჩვენთან თამაშში შიშის სინდრომი აქვთ ჩამოყალიბებული, მაგრამ ცოტა ზედმეტი ხომ არ არის 8 წამყვანი მოთამაშის გარეშე ასპარეზობა? არ ვამბობ იმათზე ვინც ობიექტური მიზეზების გამო არ არის (კოლელიშვილი, თხილაიშვილი, თუნდაც შარიქაძე და ქუბრიაშვილი) მაგრამ იგივე ჩილაჩავას და ნარიაშვილის რუმინეთისთვის "შემონახვა" არ მომწონს! თუნდაც გორგოძის რეზერვში დაყენება და საჭიროების შემტხვევაში გამოყვანა შეიძლებოდა. თეორიულად მაინც ხომ არსებობს იმის შანსი რომ თამაში არ წავიდეს ჩვენთვის სასიკეთოდ და ბოლოსკენ გარდატეხა დაგვჭირდეს. ყველაფერ ამის მიუხედავად, მჯერა რომ ტყუილად ვტეხავ განგაშს (უბრალოდ მინდა ბიჭები გამოვაფხიზლო) და ამ თამაშში არანაირი პრობლემები არ გვექნება
იმედია მორიგ გამარჯვებას მოვიპოვებთ!
რუსებს უკვე ჩვენთან თამაშის შიში აქვთ.ვერც თამაშით გვიგებენ და არც სხვა ოინები გადით.ჩხუბი მოგვინდომეს და კარგადაც გაილახენ.მთავარია ჩვენებმა ჩვეულ სტილში შეუბერონ და დარწმუნებული ვარ კარგი შედეგით მოვიგებთ.შესაძლოა რუსეთმა პერიოდულად აფეთქებები მოგვიწყოს და ფონს გასვლა ამით სცადოს.ჩვენთან ბოლომდე მაღალ ტემპს ვერ შეინარჩუნებს.სწორედ ამ აფეთქებების დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად სადავეები ხელიდან რომ არ გაგვექცეს და რუსებმა ეს არ გამოიყენონ.
რუსების გამამწარებელი მაჩხანელი იყო...
+1
რუსეთი კია ჩვენზე სუსტი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშან მათ რუმინეთს მოუგეს სოჭში, ახლა კი მათმა გუნდმა ენისეიმ ფრანგულ კლუბს ბრივს მოუგო. თავის ჯგუფში ენისეიმ ორი თამაშის მოგება შეძლო... თანაც კარგად მახსოვს, სოჭში ბოლოს გამართული თამაშის წინა თამაშში დიდი წინააღმდეგობა გაგვიმართეს... ასე, რომ ზოგიერთი მორაგბე უნდა წაეყვანათ იმ 8-დან... გორგოძე რუსებთან საჭირო იყო... წინა სამმა შეხვედრამ დაგვანახა, თუ რამდენ შეცდომებს ვუშვებთ აუტში, პასების დროს... რუსეთი ამას არ გცაპატიებს, ეს ნაკრები, რომ წინა სამ ნაკრებზე (ვისთანაც ვითამაშეთ უკვე - გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი) ძლიერია ანგარიშებიდანაც (რუსეთი-ესპანეთი, რუსეთი-გერმანია, გერმანია-პორტუგალია) ჩანს. ასე, რომ ჩვენი მორაგბეები სრუალიდ მობილიზებულები უნდა გავიდნენ მოედანზე. რუსეთი მოდუნებას არ გვაპატიებს (გაიხსენეთ მარიუპოლი). წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
ბრივი მეგობარო მე-5-ე შემადგენლობით იყო, თან ვინც მოიგო მაგ თამაში ჩვენს ნაკრებში ტამაშობს(კაჭარავა).. საფრანგეთში იგივე ბრივმა 50 ქულით მოუგო..ძნელი სეხვედრა იქნება, მაინც პოლიტიკური სარჩული უდევს, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება რომ მოვუგებთ
წინა ტურებში შერკინებას აგებდა გერმანელებთან, ესპანელებთან, ორივესტან აგებდა ანგარიშითაც. აუტის პრობლემა ჩვენ ეხლა აღარ გვექნება ჯაბა და მამუკაშვილი ოროვე შემადგენლობაშია ეხლა. 7 კაცა ყავთ რუსებს ჩვენზზე უკეთესი და შედეგად უკანა ხაზი უფრო მოძრავი, ჩვენ ჩვენი გაუვალი დაცვა უნდა დაუპირისპიროთ, მოლი და შერკინება ჩვენი იარაღია მაგათთან. +15 ს ველოდები მე პირადად საბოლაოდ და რაც ვნახე წლევანდელი რუსეთი უწინდელზე უფრო სუსტია. დარწმუნებუი ვარ ჩასვრილი რუსული დათვის მორიგი 23 სერია გველის
.
ეს ახალგაზრდული შემადგენლობაა შემდეგი მსოფლიო რომ უნდა ითამაშოს
ჯერ ჯერობით ყველა თამაში დამაჯერებლად მოიგეს. ეხლა რუსეთსაც დაამარცხებენ
ვისთანაც შეიძლება გაჭირდე ამ შემადგენლობით და შანსები 50/50 ზეა ეს არის რუმინეთი
თუმცა ჩემი სურვილია რუმინეთას ამ შემადგენლობით ვეთამაშოთ. ამ ბიჭებისთვის ეს იქნება დიდი გამოციდლება და ეს ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია
ლიდერებით რომ ყველასათან ფავორიტები ვართ ეგ უკვე ცალსახაა
რუმინეთთან სრული შემადგენლობა იქნება. აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მსოფლიო რეიტინგის მე 12 საფეხურზე უნდა გავმყარდეთ.
ვა როდის მოვა რა ეს დღე, სწორედაც რომ მეორე შემადგენლობით რომ უნდა ვეთამაშოთ და მოვუგოთ რუსეთს და არა გოიმურად მთელი ძალებით....
საკმარისზე მეტია ეს შემადგენლობა რუსეთისათვის , ნუ ინერვიულებთ. 19 ში რუმინეთთან ყველა დინამოზე შევიკრიბოთ.
ტულონთან შეთანხმება (სამ თამაშზე) ხო ამოიწურა სად არიან ნატრიაშვილი ჩილაჩავა და გორგოძე ???
მაინც და მაინც რუსეთთან თანაც სტუმრად რატო მოინდომეს ამდენი ძირითადის დასვენება ? @@@
ნუ გეშIნიათ მეორე შემადგენლობითაც მოვუგებთ
შარიქაძე, კაჭარავა და მეკო რა ომახიანად მღერიან ჰიმნს
გორგოძე, კოლელიშვილი, შარიქაძე, თხილაიშვილი, ნარიაშვილი , ქუბრიაშვილი, ჩილაჩავა... ძალიან ბევრი გვაკლიაა, ვნახოთ რას იზავს მეორე სასტავი
მაგარი ჯახი უნდა იყოსსსსსსსსსსსსსს