სხვა

19:49 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ევროპა ბეთმა“ პოკერის მოყვარულებისთვის 406524,26 ლარის „ბედ ბით ჯეკპოტი“ გაათამაშა

„ევროპა ბეთზე“ „ბედ ბით ჯეკპოტის“ გათამაშება გრძელდება. სპეციალურ მაგიდაზე, 26 თებერვალს, 406 524,26 ლარის ჯეკპოტი ოთხ მოთამაშეზე განაწილდა: გამარჯვებულები თედო ბერძენიშვილი, თორნიკე ჩხეიძე, ნიკოლოზ ჩოხელი და „ევროპა ბეთის“ ერთ-ერთი პირველი და ერთგული კლიენტი — ლექსო კაზანჯანი გახდნენ. ლექსო და ნიკოლოზი პროფესიონალი მოთამაშეები არიან, თედო და თორნიკე კი — მოყვარულები.

„ბედ ბით ჯეკპოტის“ შემდეგი გათამაშება 4 მარტს მოხდა, ჯამური ფონდით — 89 642,57 ლარი. სულ მალე, 8 მარტს,„ბედ ბით ჯეკპოტი“ კიდევ ერთხელ გათამაშდა და ამჯერად, 16 000 ლარი 6 მოთამაშეზე გაიყო.

„ბედ ბით ჯეკპოტის“ გამარჯვებული, 40,000 ლარის მფლობელი —ნიკოლოზ ჩოხელი (NIGHT—BUE) განათლებით სამართალმცოდნეა. ამ ეტაპზე, ერთ-ერთ მსხვილ, კერძო კომპანიაში კადრების გადამზადებას ახდენს. ალბათ, ტრენინგებზეც იგივეს ურჩევს ხოლმე სტუდენტებს: „ნაკლები ემოცია და მეტი დაკვირვება“, რაც, მისთვის პოკერის თამაშის უმთავრესი მეთოდია. მიაჩნია, რომ პოკერი, აზარტულ თამაშზე მეტად, სპორტია, რომელსაც განვითარებული აზროვნება სჭირდება.

საინტერესოა ფაქტი, რომ არჩევანი „ბედ ბით ჯეკპოტის“ გამარჯვებულმა სხვა მოთამაშეებმაც აგრესიულ მოწინააღმდეგეებზე გააკეთეს. როგორ ფიქრობთ, რატომ?

ნაწილობრივ, ალბათ იმიტომ, რომ აგრესიული მოთამაშე ემოციურია და თეორიულად შეცდომების დაშვების მეტი შანსი აქვს.

ამბობენ, რომ პოკერის მოთამაშის 10 განსხვავებული ტიპაჟი არსებობს და რომელიმე მათგანი ყოველთვის იჯდება შენ სათამაშო მაგიდასთან. მოგების თუ წაგების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორიც იმაზეა დამოკიდებული, თავად რომელ ტიპს მიეკუთვნები და თამაში ვისთან გიწევს. გარდა ამისა, თუ მაგიდის გარშემო მსხდომების სწრაფად შეფასება შეგიძლია, სხვებთან შედარებით უპირატესობას მოიპოვებ. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

რათქმაუნდა! პოკერის თამაშის ერთ-ერთ მთავარი პრინციპი მოწინააღმდეგეებზე დაკვირვებაა. ონლაინ-რეჟიმში ეს ოდნავ რთულია, მაგრამ ამ შემთხვევაში, მათი თამაშის მანერას სწავლობ. ცოცხლად კი, სხეულის ენაც ჩართულია და ერთი მხრივ, თამაშიც უფრო საინტერესოა.

მეორე მხრივ, არსებობენ მოთამაშეები, რომლებიც ონლაინ-რეჟიმში ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ ცოცხლად საერთოდ ვერ თამაშობენ. ეს, ალბათ იმიტომ ხდება, რომ ონლაინ-რეჟმში ბანკ-როლს უკეთ აკონტროლებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია — შეგიძლია, საკუთარ თავს 1-კვირიანი უიღბლო სერიაც კი აპატიო. პროფესიონალი მოთამაშე

არაპროფესიონალისგან ხომ სწორედ ამით განსხვავდება — პროფესიონალის ლიმიტი ანგარიშზე არსებული თანხის შესაბამისია და არა გაუაზრებლად მაღალი.

როგორ ფიქრობთ, მეცნიერების რომელი დარგის ცოდნა ეხმარება ადამიანს პოკერში წარმატების მიღწევაში?

ვეთანხმები მოსაზრებებს, რომ მათემატიკური და, ზოგადად, ანალიტიკური აზროვნება მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩემი აზრით, ამ დროს ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნაც ძალიან დიდ როლს თამაშობს.

რაში ხარჯავენ პოკერის პროფესიონალი მოთამაშეები მოგებულ თანხას? ისევ თამაშს ახმართ, თუ ერთობით?

როგორც უკვე გითხარით, ბანკ-როლის კონტროლი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, თამაშის პროცესში, საჭირო თანხა ანგარიშზე მუდმივად უნდა გედოს. პოკერის მოთამაშე ბიზნესმენს შეგვიძლია შევადაროთ: მოთამაშის ინვესტიცია ბანკ-როლია — ის საშუალებას გაძლევს, წაგების შემთხვევაში არ დაზარალდე. თუმცაღა, რათქმაუნდა, მოგებული თანხის გარკვეულ ნაწილს გართობისთვისაც მოვიხმარ.

®

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093165