კალათბურთი

17:33 | 10.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩენდლერის 9000 მოხსნა

“ფინიქს სანსის” ცენტრი ტაისონ ჩენდლერი ნბა-ს ისტორიაში გახდა 50-ე კალათბურთელი, ვინც კარიერაში 9000 მოხსნა მოაგროვა. მოქმედ კალათბურთელებს შორის 9000 და მეტი მოხსნა გაკეთებული აქვთ შემდეგ კალათბურთელებს: ზაკ რენდოლფი (9133), პო გასოლი (9911), დირკ ნოვიცკი (10 440), დუაიტ ჰოვარდი (10 954), კევინ გარნეტი (14 662), ტიმ დანკანი (14 998).

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში ყველაზე მეტი მოხსნა უილტ ჩემბერლენს აქვს გაკეთებული – 23 924.

0.11703