ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ახალი თავკაცის ჯანი ინფანტინოს ინიციატივას, მუნდიალის მონაწილე ნაკრებების რაოდენობის გაზრდის შესახებ, სკეპტიკურად უყურებს.
“ნამდვილად არ შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის 32 ნაკრებიდან 40-მდე გაზრდა კარგი იდეაა. მუნდიალის ჩატარების ამჟამინდელი სისტემა ცვლილებებს არ საჭიროებს, გამოცდილია და კარგად მუშაობს. რა თქმა უნდა მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა შეუძლებელი არაა, მაგრამ სადაა საზღვარი, მომდევნო პრეზიდენტი როცა მოვა, 44-მდე გაზრდა რომ მოისურვოს?... მოდით მაშინ 128-მდე გავზარდოთ, აი ეს იქნებოდა შემოქმედებითი ინიციატივა” - ციტირებს ბლატერის სიტყვებს Blic-ი.