ბერძნული პაოკ-ის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მოხსნა ხორვატი იგორ ტუდორი. მის ნაცვლად კი სერბი ვლადან ივიჩი დანიშნეს, რომელიც პაოკ-ის ახალგაზრდულ გუნდს თავკაცობდა.
ტუდორის გაშვება დროის ამბავი იყო და გასულ უქმეებზე "პანთრატიკოსთან" 1:2 წაგებამ საბოლოოდ გადააწყვეტინა პაოკ-ის ხელმძღვანელობას, რომ მწვრთნელი შეეცვალათ.
ერთი თვის წინ საუბრობდნენ, შესაძლოა, ტუდორი შოთა არველაძემ შეცვალოსო, თუმცა სერბი ივიჩი დანიშნეს. ივიჩი დროებით, სეზონის ბოლომდე უთავკაცებს პაოკ-ს და მერე გადახედავენ, დატოვონ პოსტზე თუ არა.