ჭიდაობა

14:58 | 10.03.2016 | ნანახია 5984 - ჯერ

ხინჩეგაშვილი ოქროს მიუახლოვდა, მაქარაშვილი - ბრინჯაოს

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა რიგაში მიმდინარე ევროპირველობაზე სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივე მოიგო და მორიგ ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს.

დილის პროგრამა ხინჩეგაშვილმა მაკედონიელი იასინ რედიალარის ადვილად ძლევით (10:0) გახსნა. შემდეგ სომეხი ვალოდია ფრანგულიანი (5:0) და აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი (4:2) ჩამოიშორა. ფინალში კი ბელარუს ჰეორჰი კალიეუს დაუპირისპირდება.

დღესვე, კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები 74 კილოგრამშიც უნდა გამოვლინდნენ და საქართველოს ნაკრების წევრი იაკობ მაქარაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ძირითად ბადეში მაქარაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვთან (0:5), მაგრამ ცოტა ხანში დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, მას შემდეგ, რაც ჰასანოვმა ფინალის საგზური გაინაღდა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში იაკობ მაქარაშვილმა უკრაინის ნაკრების წევრ გია ჩიხლაძეს აჯობა 10:0. მესამე ადგილის დასაკავებლად კი ბულგარელ მიროსლავ სტეფანოვს დაეჭიდება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.


კომენტარები (132)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:15 | 10.03.2016
Cristiano Ronaldo (4995)

არაუშავრს ჯერ ადრეა კლასიკურებში აქვთ მაგარი შანსიიიი და ჯერ თავისუფლებსი 1 ოქრო და 2 ვერცხლი აქვთ 2 ბრინჯაო ჯერ წინა შეჯიბრებები მინიმუმ 2 ოქროს აიღებენ კიდე აზერბაიჯანელებიიიიიიიი

23:12 | 10.03.2016
mushni (93569)

Xval geno pirvel shexvercebistkva ak guls xvdeba..tu moigo chempionia

23:11 | 10.03.2016
mushni (93569)

Kochag bichebii...

23:07 | 10.03.2016
私は家に帰りました (1799)

ვიზიარებ აზერების მწუხარებას

22:59 | 10.03.2016
maxo_65 (5844)

ტლაშაძეც წიდაონს ხვალ

22:54 | 10.03.2016
drogba-11 (13246)

ლადო ძალიან მაგარია ლეგენდა გვყვავს ეს ბიჭი

22:54 | 10.03.2016
davidbe (3927)

აეეეეეეეეეეე,კარგიააააა!!!!ლადომ პროფესიონალურად მოიგო,დასტოინად!!!აესე გააგრძელოს და ოლიმპიური ოქროც არ იქნება შეუძლებელი!!!მაკარამ კი მართლა ქართულ-ჯიგრიანად მოიგო,3-4 ქულა მგონი არც ჩაუთვალეს....

22:55 | 10.03.2016
drogba-11 (13246)

ასიანი მოიგებს ოლიმპიადას

22:53 | 10.03.2016
私は家に帰りました (1799)

მაგარია.....ოქრო-ბრინჯაო....ვულოცავ ქართველქომაგს და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს

22:52 | 10.03.2016
Panasonic (2190)

გილოცავთ ყველას მაქარას ბრინჯაოს!

22:51 | 10.03.2016
uchimata (343)

გილოცავთ ყველას ქართველებო!!!

22:50 | 10.03.2016
maxo_65 (5844)

31 წლის კი ყოფილა მაქარაშვილი

22:50 | 10.03.2016
butunichi (559)

აუ რა სასიამოვნო წუთებია დროშა რო შემოაქვთ

22:50 | 10.03.2016
BEERTRANCE (97819)

ხვალ ვინმეს იმედი უნდა გვქონდეს?

22:51 | 10.03.2016
maxo_65 (5844)

პეტრიაშვილი ჭიდაობს ხვალ

22:49 | 10.03.2016
toshihiko (1309)

კიდევ 1 ბრინჯაო

22:49 | 10.03.2016
maxo_65 (5844)

ყოჩაღ, მომეწონა, შეჭაამა, ვულოცავ მაქარაშვილს

22:49 | 10.03.2016
neeskensi (2433)

ყოჩაღ მაკარაშვილი...

22:49 | 10.03.2016
BEERTRANCE (97819)

მიადედისმეჭიაურა

22:53 | 10.03.2016
dinamo222 (8587)

არა მიაგოკაგაბაშვილბოკერიავა !!!

22:51 | 10.03.2016
Panasonic (2190)

რა უქნა?? ახალია მიდედისმეჭიაურობა!

22:49 | 10.03.2016
დათო გურგენიძე (1264)

10 - 0

22:47 | 10.03.2016
maxo_65 (5844)

4 ქულა დააკლეს, წესით დამთავრებული უნდა იყოს

22:47 | 10.03.2016
დათო გურგენიძე (1264)

ხვალ ვინ გვყავს?

22:47 | 10.03.2016
BEERTRANCE (97819)

ყოფა უტირა

22:46 | 10.03.2016
butunichi (559)

აუ ტრეინერი რა მაგარი კაცია ვენაცვალე :*

22:46 | 10.03.2016
დათო გურგენიძე (1264)

მაქარაშვილს აშკარად 4 ქულა ჩამოაკლეს ორი გდება არ ჩაუთვალეს რატომღაც

22:46 | 10.03.2016
გარეჯი (3417)

ოლიმპიადაზე 57 იჭიდავებს ხო ლადო?

22:45 | 10.03.2016
arsenal-14 (2185)

ყოჩაღ ლადო, უპრობლემოდ და დამაჯერებლად მოიგო. ეტყობა კლასი და გამოცდილება. გილოცავთ ყველას.

22:45 | 10.03.2016
BEERTRANCE (97819)

მარტო 4 ქულა????

22:45 | 10.03.2016
butunichi (559)

შენ გენაცვალე მაკარაშვილო

22:44 | 10.03.2016
maxo_65 (5844)

ოლიმპიადას ლადო 57-ში იჭიდავებს

22:44 | 10.03.2016
toshihiko (1309)

აუ როდის მოიგო მეგონა ვუყურებდი და უცებ სხვა წონა გაჩნდა, რა უაზროდ აჩვენებს ეს სტრიმი, არა უშავს აღონდ ჩვენებმა მოიგონ და მე სულ არ ვუყურებ ))))))

22:44 | 10.03.2016
დათო გურგენიძე (1264)

ლადო ხინჩეგაშვილი 61 კგ

22:45 | 10.03.2016
drogba-11 (13246)

რეიტინგით 57 კილოშია

22:42 | 10.03.2016
Cristiano Ronaldo (4995)

ლადო რა წონაში ჭიდაობსსსსსსსსსსსს

22:43 | 10.03.2016
drogba-11 (13246)

57

22:42 | 10.03.2016
Panasonic (2190)

ლადოოო შემოგევლე ძმაო, მამაშენს ნათელი და დედაშენს დიდი მადლობა, შენ რომ გაგაჩინეს და გაგზარდეს ჩვენი გულების გასახარად!. :* :* :*

22:42 | 10.03.2016
გარეჯი (3417)

ოლიმპიადაზე რომელი მოჭიდავე გამოდის ერთით დაბალ წონაში ლადო ხოო

22:42 | 10.03.2016
Cristiano Ronaldo (4995)

2014 2015 წლებში მოიგოოოოოოოო

22:41 | 10.03.2016
Cristiano Ronaldo (4995)

ალიევი 2 გზის ჩემპიონია მსოფლიოს

22:40 | 10.03.2016
empoli (889)

ბრავო ლადო უმაგრესიხარ

22:39 | 10.03.2016
გარეჯი (3417)

ყველას გილოცავთ კარგი გამოსვლა ქონდა აზერს რო მოუგო მზოფლიო ჩემპილნს უკვე ჩემპიონი იყო

22:40 | 10.03.2016
maxo_65 (5844)

კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია ამ წონაში

22:39 | 10.03.2016
FC.BAYERN+GERMANY (10046)

სგ

22:39 | 10.03.2016
Cristiano Ronaldo (4995)

გილოცავთ ბიჭებოოოოოოოოო

22:39 | 10.03.2016
BEERTRANCE (97819)

ვენაცვალე ლადოს, დამაჯერებელი გამარჯვება

მეტის ნახვა
0.064119