თამაშგარე

12:44 | 10.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მელისა ვინსი და ავსტრალიური კოალა

იყო დრო, ავსტრალიელ მოდელს, მელისა ვინსს მაღალ ქუსლებზე წკაპუნით სიარულს, სერფინგისტობა ერჩია და თავისი შესანიშნავი სერფინგის დაფით, ოკეანის ტალღებს ისე აპობდა, როგორც ლეო მესი მოწინააღმდეგე გუნდების დაცვას და როგორც ლარისა რიკელმე ჩვენს გულებს მაშინ, როდესაც აზღუდის შემოძარცვას აპირებს.

ამასწინათ, მელისამ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუშიც გაიმარჯვა, სადაც მაყურებლები ერთი თვის განმავლობაში ირჩევდნენ წლის ყველაზე კოხტა და ხელიხელსაგოგმანებ გოგონას. მელისამ მაყურებელი არამხოლოდ თავისი გარეგნობით, თურმე ცეკვითა და სიმღერითაც მოხიბლა, რაც აქამდე ჩვენ გვეგონა, რომ მარტო ქართველებმა ვიცოდით.

მელისა ვინსი დღეს “მწვანე კონტინენტზე” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია და მისი სახელი არათუ სილამაზისა და კოხტად ჩაცმა-დახურვის მოყვარულებმა, არამედ მელბურნის გარეუბანში ხეზე აბობღებულმა კოალამაც კი იცის. თუ არ გჯერათ აგერ ხართ და შეგიძლიათ კითხოთ.

0.190376