ჩოგბურთი

0:20 | 10.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიასა და აზერბაიჯანში

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი პორტუგალიურ ლოულეში იმყოფება და 10-ათასიან ტურნირზე პირველი რაუნდიც დასძლია.

მე-2 ნომრად განთესილმა მეტრეველმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – შვეიცარიელ იოჰან ნიკლეს ბარიერი დასძლია და მერვედფინალში პორტუგალიელ ანდრე გასპარ მურტას ეთამაშება.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაწყებულ 10-ათასიანი ტურნირის საწყის წრეში გადაეყარნენ ერთმანეთს გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი და ცივაძემ თანამამემულეს 6:4, 6:4 სძლია. მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა მე-5 ნომრად განთესილ რუს ევგენი ტიურნევთან 1:6, 6:4, 1:6 წააგო.

ისიც ვთქვათ, რომ ბაქოს ტურნირის კვალიფიკაციაში ვაჟა შუბლაძე ინდოელ შაჰბააზ ხანთან 4:6, 6:7 (5:7) დამარცხდა.

წყვილთა შეჯიბრში ცივაძე და ყაზახი საგადატ აიაპი პირველ ნომრად განთესილ რუსებს – იგოშინს და საბანინს ვერ გაუმკლავდნენ – 4:6, 6:7 (3:7).

0.117895