ჩოგბურთი

23:31 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ჩინურ ჩელენჯერზე დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის დევისის თასზე წარუმატებელი თამაშის ერთ-ერთ მიზეზად ტრავმაც დასახელდა, ჩინეთს ესტუმრა და იქაურ ჩელენჯერზე პირველ წრეში დამარცხდა.

2016 ATP CHALLENGER ZHUHAI-ზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) მე-2 ნომრად განთესილი ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 202-ე ადგილზე მყოფ ჩინელ იან ბაის დაუპირისპირდა და 4:6, 6:7 (5:7) წააგო. ცნობისთვის, თავად ნიკოლოზს კლასიფიკაციაში 117-ე პოზიცია უკავია.

0.121986