10 მარტს (ხუთშაბათს), რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩამდე (რუსეთი-საქართველო, 12 მარტი, სოჭი), “ბორჯღალოსნები” “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ტრადიციულ ღია ვარჯიშს გამართავენ.
ვარჯიში 16:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებისთვის და მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის დასწრება თავისუფალია.
ფოტო-ვიდეო გადაღება ნებადართულია ვარჯიშის დაწყებიდან 15 წუთის განმავლობაში, რის შემდეგ მედია საშუალებების წარმომადგენლებს მოეთხოვებათ გადაღების შეწყვეტა. სინქრონების ჩაწერის შესაძლებლობა ჟურნალისტებს ვარჯიში დაწყებამდე 20 წუთით ადრე შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 12 მარტს, საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს. მატჩის რადიო რეპორტაჟი კი იწარმოებს FM 102.4-სა და FM 100.9-ზე.
www.rugby.ge