ჭადრაკი

21:54 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰოუ იფანი ორი ქულით დაწინაურდა

ლვოვში (უკრაინა) მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებაში, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი (უკრაინა) და ექს-ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი) ხვდებიან, მეექვსე ტურის პარტია გათამაშდა. გაიმარჯვა იფანმა და სერიაში ორი ქულით 4:2 დაწინაურდა.
ხვალ დასვენების დღეა. მეშვიდე ტურის პარტია 11 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება 10 პარტიისაგან შედგება. ყაიმის შემთხვევაში, გამარჯვებული ტაი-ბრეიკით გაირკვევა.

0.114563