ფეხბურთი

18:07 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" ესპანელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მზადებას შეუდგა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გიორგი ჭიაბრიშვილი საბურთალოელებს დღეს დაემშვიდობა - ახალგაზრდა სპეციალისტი სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს შეხვდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ისაუბრეს. დამშვიდობებისას, ფეხბურთელებმა გიორგი ჭიაბრიშვილი ტაშით გააცილეს.

დღესვე, კლუბსა და ფეხბურთელებს გაეცნო და პირველი ვარჯიში გამართა ესპანელმა სპეციალისტმა პაბლო ხუან მარტინმა, რომელიც რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფება. რაც შეეხება მთავარი მწვრთნელი ოფიციალურ წარდგენას - კლუბის ხელმძღვანელები მარტინს ხვალ 16:00 საათზე "ბენდელას" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში წარადგენენ.
კახა კაშია (საბურთალოს აღმასრულებელი დირექტორი):
"გიორგი ჭიაბრიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ამ კლუბის განვითარებაში. იგი წლებია "საბურთალოში" მუშაობდა და საკმაოდ წარმატებითაც. მინდა, მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო და მომავალში გამარჯვებები ვუსურვო".
გიორგი ჭიაბრიშვილი (საბურთალოს ყოფილი მთავარი მწვრთნელი):
"ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვმუშაობდი და ბევრი დაუვიწყარო წუთები გავატარე. მოხარული ვარ იმითაც, რომ ჩვენი მუშაობის პერიოდში "საბურთალო" პირველიდან უმაღლეს ლიგაში აღზევდა. მსგავსი პრეცენდენტი საქართველოში არ მომხდარა, რომ კლუბი, თავისი აღზრდილი ფეხბურთელებით უძლიერესთა რიგებში გადასულიყო.
ბოლო მატჩები წარუმატებლად ვიასპარეზეთ, თუმცა ჩემი წასვლის მიზეზი ეს არ გამხდარა. მუშაობას ახალგაზრდულ ნაკრებში გავაგრძელებ, თუმცა "საბურთალოს" ერთგულ ქომაგად ვრჩები. ჩვენ ყველა ერთ დიდ საქმეს ვაკეთებთ. მჯერა, ერთობლივი მუშაობა წარმატებული იქნება. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს, იმ გულშემატკივრებს, რომლებიც წარმატებასა თუ წარუმატებლობის პერიოდში ჩვენს გვერდით იდგა. მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომლებიც წინსვლისა და განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ და მომავალშიც გააკეთებენ".
პაბლო ხუან მარტინი (საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი):
"რამდენიმე დღეა თბილისში ვიმყოფები. დღეს, მომეცა შესაძლებლობა, რომ კლუბს ოფიციალურად გავცნობოდი. "საბურთალოზე" გარკვეულ ინფორმაციას ვფლობ, ნანახი მაქვს თბილისური გუნდის ბოლო 5-6 მატჩი. პერსპექტიული, ახალგაზრდული გუნდია, მათი მეიმედება და მჯერა მალე გამოსწორდება ყველაფერი.
პირველი ვარჯიში გვქონდა, ფეხბურთელები მონდომებულები არიან. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახლა "გურიასთან" მატჩისთვის ვემზადებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია".

www.fcsaburtalo.ge

0.198208