მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა მარია შარაპოვას დოპინგ სკანდალზე მცირე კომენტარი გააკეთა.
“პირველ ყოვლისა მინდა ვთქვა, როგორც ყველა, მეც შოკირებული ვარ. მაგრამ მიუხედავად მძიმე ვითარებისა, კარგია მარიამ ყველაფერზე ღიად და პატიოსნად რომ ისაუბრა. მან პასუხისმგებლობა აიღო, რაც ძალიან გაბედული ნაბიჯია” - აღნიშნა სერენა უილიამსმა.
შეგახსენებთ, რომ მარია შარაპოვას სისხლში აკრძალული პრეპარატი მილდრონატი აღმოჩნდა, რის გამოც ჩოგბურთელს 2-დან 4-წლამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.
შარაპოვას საქმის წინასწარი განხილვა 23 მარტს ლონდონში გაიმართება.