ლონდონის “არსენალის” ქომაგებს სურთ სეზონის ბოლოს თავიანთი საყვარელი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი არსენ ვენგერმა დატოვოს. გუშინ ინგლისის ასოციაციის თასზე “მეთოფეთა” ქომაგებმა ბანერი გადმოფინეს, რომელზეც მოგონებებისთვის მადლობას უხდიდნენ ფრანგს, მაგრამ იქვე გუნდის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.
ფაქტია, რომ “არსენალი” ვერც წლეულს აჩვენებს იმ ფეხბურთს, რასაც მისგან ფანები ელიან. ვენგერის გუნდი პრემიერლიგაში ლიდერ “ლესტერს” 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი თამაში შინ “ბარსელონასთან” 0:2 აქვს წაგებული. რაც შეეხება ასოციაციის თასს, “ჰალ სიტის” მათ 4:0 მოუგეს და მომდევნო ეტაპზე “უოტფორდს” ეთამაშებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხო ისე რატო გონია ვინმეს რო ამ გუნდს მეტი შეუძლია
))
როგორც მანჩესტერს დაუდგა შავი პერიოდი ფერგიუსონის წასვლით არსენალსაც იგივე დღე ელით. ძნელი იქნება არსენას შეცვლაც, ოთხეულიც სანატრელი გაუხდებათ
მიხვდენ როგორც იქნა.
ვნახოთ აბა ვენგრეს სხვა გუნდში რა შეუძლია, ძალიან საინტერესო იქნეაბ
არსენა მაგარი კაცია, უბრალოდ არასდროს ყავდა ის შემდგენლობა 2005 წელს თუ არ ჩავთვლით, კი იყიდეს ახლა ვითომ ოზილი საNჩესი მარა ეგა არაა ის ვარსკვლევება რაც უნდა გყავდეს. ძან მინდა მისი ხილვა სხვა გუნდში, სულ იმას ვიძახდი რეალს მოხდება ძან თქო,
+1
არსენა პენსიაზე!