ლონდონის “არსენალმა” ასოციაციის თასის გათამაშებაზე “ჰალი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა (VIDEO) და მეოთხედფინალში გავიდა. შემდეგ ეტაპზე “მეთოფეები” “უოტფორდს” დაუპირისპირდებიან.
ჰალში გამართულ შეხვედრაში დუბლი მიითვალეს ოლივერ ჟირუმ (41, 71) და თეო უოლკოტმა (77, 88). პირველი მატჩი გუნდებს შორის ფრედ 0:0 დასრულდა. “არსენალის” მომდევნო სათასო დაპირისპირებას 13 მარტს გამართავს.
დანარჩენ მეოთხედფინალურ წყვილებს რაც შეეხება, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ოლდ ტრაფორდზე” “ვესტ ჰემს” (13 მარტი) მიიღებს, “ევერტონი” “ჩელსის” (12 მარტი) უმასპინძლებს, ხოლო “რედინგი” – “კრისტალ პალასს” (11 მარტი).