კატალონიის “ბარსელონას” სტადიონის “კამპ ნოუს” ახალ დიზაინზე ტენდერში გამარჯვებული იაპონური კომპანია NIKKEN SEKKEI + Joan Pascual i Ramon Ausio Arquitecte იზრუნებს. ინფორმაციას “ბლაგრანას” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ჟიურიში კლუბი ხუთი წევრით იყო წარმოდგენილი, კატალონიის არქიტექტურის დამცველთა ორგანიზაციიდან – სამი ადამიანი, ხოლო ადგილობრივი მთავრობიდან – ერთი კაცი.
ახალი სტადიონი 2021 წელს გაიხსნება და 105 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. უახლოეს მომავალში პროექტის პრეზენტაცია იგეგმება.