ფეხბურთი

12:42 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალის გუნდი ქვემოთ ეშვება

ლაშა დვალმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა პოლონურ “შლიონსკში”. მისმა გუნდმა სტუმრად 0:1 წააგო მეორეადგილოსან “პიასტთან”. კარგია, რომ ქართველს პრაქტიკა მუდმივად აქვს და მწვრთნელიც კმაყოფილია, მაგრამ “შლიონსკს” ცუდად აქვს საქმე – ბოლოდან მეორე ადგილზეა.

ესტონეთში ზაქარია ბეგლარიშვილის “ფლორამ” შინ 6:0 სძლია “რაკვერეს” და ქართველმაც შეუცვლელად ითამაშა. 5 გოლი გაიტანა საკარი ტუკიაინენმა. ესტონეთში ჯერ მეორე ტური იყო, ბეგლარიშვილის გუნდს 4 ქულა აქვს. “ფლორა” ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

0.114809