ჩოგბურთი

22:55 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე და შაფათავა მერვედფინალში ითამაშებენ

ქართველმა ჩოგბურთელებმა სოფო შაფათავამ და ეკატერინე გორგოძემ ბრაზილიის ქალაქ კურიტიბაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში გააღწიეს.

მე-6 ნომრად განთესილმა შაფათავამ ამერიკელი უსუე მაიტანე არკონადას 6:2, 4:6, 6:1 სძლია და მომდევნო წრეში არგენტინელ კატალინა პელას გაეჯიბრება.

მერვედფინალში მე-8 რეიტინგის მქონე იტალიელ მარტინა გარეგაროსთან ჭიდილი მოუწევს ეკატერინე გორგოძეს, რომელმაც თამაში კვალიფიკაციიდან დაიწყო, ძირითადი ბადის საწყის წრეში კი ჩილელ ფერნანდა ბრიტოს 7:5, 6:4 მოუგო.

წყვილთა ტურნირის საწყის რაუნდში მე-2 ნომრად განთესილი ქართული დუეტი შაფათავას და გორგოძის შემადგენლობით, ხსენებულ გარეგაროს და უნგრელ რეკა-ლუკა იანის ეთამაშებიან.

0.134766