კალათბურთი

20:27 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,ვითას“ ვთბ ლიგის მოთამაშეებმა მოაგებინეს

დღეს 20-წლამდელთა ჩემპიონატში მორიგი ტურის შეხვედრები ჩატარდა. ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ,,სოხუმი“ ,,ვითას“ დაუპირისპირდა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ფავორიტად ზღვისპირელები ითვლებოდნენ. პროგნოზის საპირისპიროდ შეხვედრა ,,ვითას“ უპირატესობით დაიწყო და მისივე გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ბედი მეორე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ,,ვითამ“ 11 ქულის სხვაობით 21:10 მოიგო.

მატჩის საბოლოო ანგარიშია 68:59 ,,ვითას“ სასარგებლოდ. ვითელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ვთბ ლიგაში მოთამაშე სტარატელევმა ( 22 ქულა), გიორგაძემ ( 16 ქ. 9 მ.) და მაიზერ რევაზაშვილმა ( 15 ქ. 10 მ) შეიტანეს.

სოხუმელთა შორის ყველაზე მეტი 20 ქულა გაგუას ანგარიშზეა. სხვა შეხვედრებიდან მეორე ადგილზე მყოფმა ,,აკადემიამ“ ,,მაკაბის“ 89:70 მოუგო, ხოლო აუტსაიდერთა შორის მყოფი ,,რუსთავი“-,,ქუთაისი“ -ს შეხვედრა 108:68 დამთავრდა ქვემოქართლელთა სასარგებლოდ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171283