კალათბურთი

19:37 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალისა და ერთი ნახევარფინალის ჩატარების თარიღი დადგინდა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კალათბურთში საქართველოს 2015 – 16 წლების თასის დარჩენილი მეოთხედფინალისა და ერთი ნახევარფინალური შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი გაირკვა.

მეოთხედფინალში ერთმანეთს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ,,დინამო’’ და საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული, ვთბ ლიგის მონაწილე ,,ვითა’’ დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს, 30 მარტს, 19:45 საათზე დაიწყება. მათ შორის გამარჯვებული ნახევარფინალში სუპერლიგის მონაწილე ,,რუსთავს’’ შეხვდება.

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ შეხვედრას, სადაც ერთმანეთს სუპერლიგის მონაწილე ,,ბათუმი’’ და ,,სოხუმი’’ შეხვდებიან, ის 13 მარტს ბათუმში ჩატარდება და 18.00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მოედნის უპირატესობით ის გუნდი სარგებლობს, რომელსაც 25-ე ეროვნულ ჩემპიონატში ორი წრის შემდეგ უკეთესი შედეგი ჰქონდა ნაჩვენები.

0.133368