“ვალენსიასა” და რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი დენის ჩერიშევი ტრავმირებულია. აღნიშნული ინფორმაცია ”ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
რუსი მოთამაშე კვირას “ატლეტიკოსთან” წაგებულ (1:3) შეხვედრაში დაშავდა და მე-60 წუთზე შესაცვლელი გახდა. როგორც გაირკვა, მას მარცხენა ფეხი აქვს დაზიანებული და დაახლოებით სამი კვირა ვერ შეძლებს თამაშს.