რაგბი

17:45 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძის დაბრუნება და მჭედლიძის სინბინი

ტოპ-14-ში მე-17-ე ტურის შემდეგ, ლიდერი კვლავ შეიცვალა. ტურის ბოლო შეხვედრაში მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძის, ლევან ჩილაჩავასა და იური ნატრიაშვილის „ტულონი“ დამარცხდა და კონკურენტების წარმატებასთან ერთად, ცვლილების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის „ლა როშელთა“ სტუმრად გამართულ მატჩში მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გოროგოძე, რომელსაც მანამდე 5 კვირა ცხვირის ტრავმის გამო გაუცდა. მან შეხვედრა სტუმრთა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ასევე ძირითადში იყვნენ ბურჯი ლევან ჩილაჩავა და მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, ხოლო კვაჭი იური ნატრიაშვილი სათდარიგოთა შორის იყო, მაგრამ თამაშში ჩართვა არ მოუწია. განაცხადში არ იყვნენ მასპინძელთა ქართველი ბურჯები.

„ტულონმა“ შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და კიდიდან კიდეზე ჩათამაშებებით მასპინძლები თავის ნახევარზე მოიმწყვდია. ანგარიში საჯარიმო დარტყმით მე-10 წუთზე ჯონათან პელისემ გახნა. რაზეც „ლა როშელმა“ ჯარიმითვე სამ წუთში უპასუხა. შეხვედრის 28-ე წუთზე ერთმანეთს ლებანი მბოტია და დრიუ მიტჩელი მოედნის გარეთ წაეკიდნენ და მსაჯმა დასამშვიდებლად ორივეს ყვითელი ბარათი გამოუწერა, ხოლო ტაიმი „ტულონმა“ პელისეს მიერ 34-ე წუთზე გატანილი ჯარიმით 6:3 მოიგო

მეორე ტაიმის პირველ ოც წუთში მასპინძლები უკეთ გამოიყრებოდნენ, გადაკიდებულ ბურთებს კარგად ხურავდნენ, რაქებშიც დაჯაბენს მეტოქე და 58-ე წუთისთვის 9:6 იგებდნენ. სტუმრები თითქოს გამოფხიზლდნენ და 4 წუთში წონასწორობა აღადგინეს,მაგრამ „ლა როშელი“ საბრძოლველად იყო განწყობილი, მათ მეტოქე 22-ში გამოკეტეს, 68-ე წუთზე რამოდენიმე გვერდი-გვერდ დარტყმის შემდეგ, ბურთი პიერ აგილონმა აიტაცა და მიუხედავად იმისა, რომ ორი მოწინააღმდეგე ცდილობდა მის შებოჭვას, ლელოს მაინც უწია. გარდასახვა ზაკ ჰოლმსმა ზუსტად შეასრულა - 16:9.

მასპინძლები არ მოდუნდნენ და 73-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე ჯარიმა მოიპოვეს. ჰოლმსი ამჯერადაც ზუსტი იყო - 19:9. „ტულონი“ გამოფხიზლდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. სტუმრებმა ისღა მოახერხეს, რომ გაწითლებულ დროზე ფაზები აკინძეს, მარცხენა ფრთზე მეტობა შექმნეს, მიშალაკის პასი მიტჩელმა შიგნით შეუბრუნა ტომ ტეილორს და მანაც მეტოქე კუთხეში დაალელოვა, რითაც თვის გუნდს სანუგეშო ქულა მოუტანა, თუმცა, „ტულონმა“ სატურნირო ცხრილში ლიდერის ადგილი მაინც დაკარგა - 19:14 „ლა როშელის“ სასარგებლოდ.

გორგოძემ სრულად ითამაშა და ბევრი იბრძოლა, მაგრამ უთამაშებლობა ეტყობოდა. მხოლოდ ორჯერ შეუტია და ორი მეტრი გაიარა, ერთხელ მცველს გასცდა და ორი პასი გააკეთა. სამაგიეროდ, ის შეუდარებელი იყო დაცვაში და მოედანზე მყოფ მორაგბეებს შორის ყველაზე მეტი, 17 ბოჭვა შეასრულა და ორჯერ თერნოვერი გაახერხა. 59 წუთში ორჯერ შეუტია მიქაუტაძემ, 7 მეტრი იარა და ორიც პასი გააკეთა. მის ანგარიშზე 9 ბოჭვაა. მეორე ტაიმში ტრავმის გამო შეცვალეს ჩილაჩავა, რომელმაც ასევე უზარმაზარი შავი სამუშაო შეასრულა.

დავით ხინჩაგიშვილის „რასინგ-92“-მა პარიზში აუტსაიდერი, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის „აჟენი“ მიიღო და კომფორტულად, ბონუს ქულის აღებით დაამარცხა - 38:13. უნდა აღინიშნოს რომ სტუმრები მთელი მატჩის განმავლობაში უხეშობდნენ და მსაჯმა საერთო ჯამში ისინი 4-ჯერ დასაჯა ყვითელი ბარათით, მათ შორის ერთი მჭედლიძემ მიიღო - 65-ე წუთზე ბენჟამინ ტამეიფუნასთან ჩხუბისთვის.

სამივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო. საქართველოს ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა, ოღონდ 10 წუთი დასჯილთა სკამზე გაატარა. შეტევაში მას ბურთი იშვიათად მისდიოდა და 3 შეტევის დროს 9 მეტრით წაიწია წინ, ერთხელ გაჭრა ხაზი, ორი მეტოქე ჩამოიშორა, ერთი პასი გააკეთა და ერთხელაც ფეხით დაარტყა კონტშეტევისას, მაგრამ ბურთს დროულად ვერ მიყვა და მეტოქემ დაასწრო. დაცვაში შვიდი შებოჭვა შეასრულა და ორი გაუცუდდა.

თეთრაშვილმა ტოპ 14-ის შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში პირველად დაიწყო და მოედანზე 52 წუთი გაატარა. მან სამ მიძალებაზე ერთი მეტრით წაიწია წინ და ერთი პასი გააკეთ, დაცვაში კი, 9 ბოჭვა შეასრულა და 2 გაუცუდდა, მსაჯმა ის 2-ჯერ დააჯარიმა. ხინჩაგაშვილი 53-ე წუთზე შეცვალეს, სამ მიძალებაზე ორი მეტით წაწია ბურთი და ერთი პასი გააკეთა, ხოლო დაცვაში 4 ბოჭვა შეასრულა, 2 გაუცუდდა და ერთხელაც ბურთი დაკარგა, მსაჯმა კი, ერთხელ არასწორი მიწოლისთვის დააჯარიმა.

„რასინგი“ პირველ ტაიმშიც ფლობდა უპირატესობას და ერთის წილ ორი ლელო გაიტანა, მაგრამ „აჟენი“ მცირედი სხვაობის შენარჩუნებას ახერხებდა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა ჯარიმით სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანეს [13:17], მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლებმა სამი უპასუხო ლელო მიითვალეს და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილიც დაიბრუნეს.

დრამატული და კურიოზული დასასრული ჰქონდა კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის „ბრივისა“ და ვასილ კაკოვინის „ტულუზის“ დაპირისპირებას. მასპინძლები ბოლო წუთამდე 21:16-ს იგებდნე, სტუმრებმა ბოლო მიძალებაზე ლელოს დადება ძელებს შორის მოახერხეს - 21:21 და გარდასახვის შესასრულებლად სებასტიენ ბეზი მოემზადა, მაგრამ მასპინძლებმა დარტყმულზე დაფარება მოახერხეს და მეტოქეს 2 ქულა ხელიდან გამოგლიჯეს.

შეხვედრაში ოთხივე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. „ბრივის“ ბურჯი ასიეშვილი ძირითადში იყო, იგი მესამე წუთზე შველიძემ შეცვალა, 10 წუთში კარლენი მოედანს დაუბრუნდა და 69-ე წუთზე ისევ შველიძემ შეცვალა. ჯამში მან მოედანზე 59 წუთი გაატარა და შეტევაში თავის გუნდს 7 მიძალებაზე 19 მეტრით ბურთის წინ წაწევაში შეეშველა, ასევე ერთი პასი გააკეთა, სამჯერ შებოჭა მეტოქე, ერთი ბოჭვა გაუცუდდა და ერთხელ დაკარგა ბურთი. მსაჯმა ორჯერ დააჯარიმა.

ძირითადში დაიწყო შეხვედრა „ტულუზის“ ბურჯმა კაკოვინმა, რომელიც შესვენებაზე შეცვალეს. მან ერთ მიძალებაზე სამი მეტრი იარა, ერთხელ შებოჭა მეტოქე და ერთი გაუცუდდა, ხოლო მსაჯმა ერთხელ დააჯარიმა. შველიძემ, რომელიც ამ შეხვედრაში ასიეშვილის შემცვლელი იყო, ჯამში მოედანზე 21 წუთი გაატარა და შეტევაში თავის გუნდს ერთი პასით შეეწია, მსაჯმა კი 3-ჯერ დააჯარიმა და დაცვაში ერთი ბოჭვა გაუცუდდა. 11 წუთი ითამაშა გიორგი ჟღენტმა, რომელსაც შეტევაში არ უაქტიურია, ხოლო დაცვაში ერთი ბოჭვა შეასრულა.

კვლავ დამარცხდა შარშანდელი ჩემპიონი, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტრად ფრანსე“. პარიზელები სტუმრად გიორგი ნაცარაშვილის „პოს“ ეთამაშნენ და მართალია პირველ ტაიმში 9:6 იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა იძალეს და საბოლოოდ შეხვედრა 16:12 მოიგეს. ამ მარცხით ჩემპიონები მე-12 ადგილზე დაქვეითდნენ. სტუმართა ბურჯი ჟვანია სათადარიგო იყო და მოედანზე პირველად მე-12 წუთზე შევიდა, 12 წუთის შემდეგ სათდარიგოთა სკამს დაუბრუნდა, და 54-ე წუთიდან თამაშში კვლავ ჩაერთო. ჯამში მან 38 წუთი ითამაშა, ჩვეულ ტრადიციას არ უღალატა და ერთ მიძალებაზე ხაზი გაჭრა, ორ მეტოქეს დაუსხლტა და 19 მეტრი ირბინა. მსაჯმა ის 2-ჯერ დააჯარიმა.

დაძაბულ შეხვედრაში შეძლო უშუალო კონკურენტის დამარცხება მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის „მონპელიემ“, რომელმაც „კასტრს“ 22:19 სძლია. პირველ ტაიმში მეტოქეებმა თითო გადასახულ ლელოს თითო ჯარიმა დაამატეს და შესვენებისას ანგარიში 13:13 იყო. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მეტოქეზე ერთი ჯარიმით მეტის გატანა შეძლეს და „მონპელიე“ სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილამდე დაწინაურდა. მასპინძელთა რიგებში შეხვედრა ძირითდში დაიწყო ბურჯმა ნარიაშვილმა და ის 53-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროის მანძილზე მან შეტევაში 3 მიძალებით 2 მეტრით წინ ბურთო, დაცვაში მეტოქე სამჯერ შებოჭა და ორჯერ დაჯარიმდა.

წინა ტურში „სტად ფრანსეს“ სტუმრად მძლეველმა „გრენობლმა“დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონს“ უმასპინძლა. სტუმრებმა მასპინძლებს გამარჯობის თქმა არ აცალეს და უკვე მე-5 წუთზე 14:0 უგებდნენ, მერე სერუ ნაკატასიმ აიწყვიტა და მე-9-ე, მე-19-ე და 36-ე წუთებზე ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო პარამ ყველა ლელო გარდასახა და მე-40-ე წუთზე ჯარიმაც მიაყოლა - 38:5. მეორე ტაიმში გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს და შეხვედრა 45:12 დასრულდა „კლერმონის“ სასარგებლოდ, რომელმაც პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ზირაქაშვილი ტრავმირებულია, ხოლო კოლელიშვილი დისკვლაიფიკაციას იხდის.

ტოპ 14. XVII ტური

გრენობლი - კლერმონი 12:45

ბრივი - ტულუზი 21:21

პო - სტად ფრანსე 19:12

რასინგი 92 - აჟენი 38:13

ბორდო - ოიონაქსი 48:20

მონპელიე - კასტრი 22:19

ლა როშელი - ტულონი 19:14

1.

რასინგი 92

16

12

1

3

356:286

54

4

2.

კლერმონი

16

10

1

5

457:279

53

11

3.

ტულონი

17

10

0

7

518:319

52

12

4.

ბორდო

17

11

1

5

377:307

50

4

5.

ტულუზი

16

9

1

6

421:256

46

8

6.

მონპელიე

16

10

0

6

401:385

45

5

7.

კასტრი

16

8

0

8

343:332

38

6

8.

ბრივი

16

8

1

7

305:308

38

4

9.

ლა როშელი

16

7

0

9

338:354

35

7

10.

გრენობლი

16

7

0

9

403:445

33

5

11.

პო

16

6

1

9

248:413

28

2

12.

სტად ფრანსე

16

6

0

10

307:354

26

2

13.

აჟენი

16

3

0

13

322:480

15

3

14.

ოიონაქსი

16

3

0

13

269:547

14

2

XVIII ტური. 11, 12, 13 მარტი

ტულუზი - ბორდო, სტად ფრანსე - რასინგი 92, კლერმონი - ბრივი, ლა როშელი - პო, კასტრი - აჟენი, ტულონი - გრენობლი, ოიონაქსი - მონპელიე

www.worldrugby.ge

თეგებიტოპ-14
0.117545