ფეხბურთი

16:12 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესისა და რონალდუს შედარება, ბომბეიში მსხვერპლით დასრულდა

ინდოეთის ქალაქ ბომბეიში კრიშტიანო რონალდუსა და ლიონელ მესის შედარება მსხვერპლით დასრულდა – იუწყება კატალონიური გამოცემა El Mundo Deportivo.

აღნიშნული გამოცემის ცნობით, დაბადების დღეზე შეკრებილმა ორმა ნიგერიელმა მეგობარმა ნახსენებ თემაზე კამათი დაიწყო, რაც ცოტა ხანში ჩხუბში გადაიზარდა.

თავდაპირველად, მესის გულშემატკივარმა მეგობარს ჭიქა ესროლა, თუმცა ააცილა. საპასუხოდ კი, პორტუგალიელის ფანმა მინის ნატეხით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ოპონენტს, რომელიც სისხლისგან დაიცალა.

დამნაშავემ მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით მალევე დააკავა.

0.115971