ჭიდაობა

15:54 | 8.03.2016 | ნანახია 0 - ჯერ

მარსაგიშვილი ევროპული ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საუკეთესო შემთხვევაში ერთი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრებს. პოდიუმზე ასასვლელად დავით მარსაგიშვილი (86 კგ) განაგრძობს ბრძოლას.

ნაკრების შემადგენლობაში 2-წლიანი ჩავარდნის შემდეგ დაბრუნებული ევროპის 2-გზის ჩემპიონი ტურნირში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და რუმინელ გეორგიტა სტეფანს 6:0 მოუგო. ძირითად ბადეში გამოსვლა კი მეოთხედფინალში დაასრულა, აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან განცდილი დასანანი მარცხით (3:4).

მას შემდეგ, რაც გოსტიევმა ფინალის საგზური გაინაღდა, მარსაგიშვილი დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. რეპეშაჟის ნახევარფინალში პოლონელ ზბიგნევ ბარანოვსკის უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ მეტოქე არ გამოუცხადდა და ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება უბრძოლველად მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დავით მარსაგიშვილი ბელარუს ალექსანდრ ჰუშტინგს დაუპირისპირდება.

86 კილოგრამში ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის გოსტიევი და რუსეთის ნაკრების წევრი შამილ კუდიამაგომედოვი იჭიდავებენ.

დღესვე, კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები უმსუბუქეს წონაში – 57 კილოგრამშიც გამოვლინდებიან. ფინალში უკრაინელი ანდრეი იაცენკო და რუსეთის ნაკრების წევრი ჰაჯიმურატ რაშიდოვი გავიდნენ.

საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ოთარ გოგავა ჩაერთო, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდა ბელარუს ასადულა ლაჩინაუსთან (8:10).

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21 საათიდან დაიწყება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:46 | 20.07.2017
deqstera_best_7 (1964)

გუგეშაშვილი, მალი, კუცია, ქოჩორაშვილი და ჩაკვეტაძე არიან ის ბიჭები რომლებსაც როგორც ვიცი შემდეგი 19 წლამდელიც უწევთ, მართალია?...

13:54 | 20.07.2017
რაჭა (10043)

თუ ჩაკვეტაძე ფიზიკაში მოუმატებს, დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს...
წარმატებები ორივეს

13:58 | 20.07.2017
რაჭა (10043)

ისე, ჩენმა გუნდებმა ევროპაზე ისეთი შედეგი დადეს, მშობლიურ ფეხბურთზე წერა და გინება არ დაზარება კაცს....

0.079509