იტალიური “რომას” არგენტინელი თავდამსხმელი დიეგო პეროტი მიიჩნევს, რომ მის გუნდს მადრიდში სასწაულის მოხდენა და “რეალის” ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვა შეუძლია. ამის შესახებ სამხრეთამერიკელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, სადაც რომაელთა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ სწორედ პეროტი იახლა.
“ჩვენ აქ მინიმუმ ორი გოლის გასატანად ვართ.. ვიცით, რომ შანსი გვექნება და უნდა გამოვიყენოთ, რადგან ამ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე მჯერა ჩემი თანაგუნდელების. იტალიის ჩემპიონატში 7 მატჩიდან შვიდივე მოვიგეთ და ეს ძალიან კარგია. ამიტომ, ვიცით, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ისიც გათავისებული გვაქვს, რომ ადვილი თამაში არ გვექნება.
რონალდუს აქამდე ძალიან ბევრი გოლი გააქვს. ეს, იმის დამსახურებაცაა, რომ ტრავმებს არ უჩივის და ეს ძალიან ეხმარება.
იტალიაში უკეთ ავთამაშდი? – როდესაც “ჯენოაში” მივედი, კარგ ფორმაში ვიყავი. უბრალოდ, “სევილიაში” ყოფნისას ტრავმები მაწუხებდა, რის გამოც ჩემს შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ვაჩვენებდი”, - აღნიშნა პეროტიმ.
პეროტი “რომაში” მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, იანვრის თვეში “ჯენოადან” გადაბარგდა და “ჯალორისის” ადვილად შეერწყა. არგენტინელი “რომას” ძირითადი შემადგენლობის განუყოფელ ნაწილად იქცა.