ფეხბურთი

14:25 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია ტურის სიმბოლურში

ყაზანის “რუბინის” ქართველი მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 23 წლის ქართველი მცველის თამაში ერთბაშად ორმა ინტერნეტპორტალმა soccer.ru-მ და rusfootball.info-მ გამოარჩია.

“სოლომონი მუდმივად იზრდება. ასე რომ, მისი კარგი თამაში გასაკვირი არ ყოფილა, არამედ მოლოდინი გაამართლა. ქართველმა მცველმა 6 ორთაბრძოლა მოიგო და 4 ვარდნა ზუსტად შეასრულა. კვირკველიას გადაცემების სიზუსტეში აქვს მოსამატებელი და შეგვეძლება ვისაუბროთ ევროპული დონის მოთამაშეზე” – წერს soccer.ru.

“კვირკველია “ყუბანთან” მატჩში დაცვის ლიდერი იყო. მისი დროული და ზუსტი მოქმედებები მოწინააღმდეგეს წარმატების შანსს არ უტოვებდა” - აღნიშნავს rusfootball.info.

საბას მიმდინარე სეზონში “რუბინის” შემადგენლობაში 28 შეხვედრა ჩაუტარებია – 18-ჯერ პრემიერლიგში ითამაშია, ხოლო 10-ჯერ ევროპა ლიგაზე. სხვათა შორის, ტანმაღალ მცველს გოლიც აქვს გატანილი მოსკოვის “სპარტაკის” კარში გასული წლის 30 ნოემბერს.

0.1167