ფეხბურთი

13:36 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ელიამ მინდორზე ვერ გაამართლა და თავი ციხეში ამოჰყო

“ფეიენოორდის” 29 წლის შემტევი ელჯერო ელია როტერდამის პოლიციამ დააკავა. როგორც de telegraaf-ს ფეხბურთელის ადვოკატმა იან კაბალტმა განუცხადა, ელია გასულ კვირაში ჩხუბისთვის დააპატიმრეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სასჯელი ელის ჰოლანდიელ ფეხბურთელს.

ისე კი, თავის დროზე ელჯეროზე სამშობლოში დიდი იმედი მყარდებოდა, თუმცა მოლოდინი ვერ გაამართლა. ელიას აქამდე “დენ ჰააგის”, “ტვენტეს”, “ჰამბურგის”, “იუვენტუსის”, “საუთჰემპტონისა” და “ვერდერის” ღირსება დაუცავს, ხოლო გასულ ზაფხულს ჰოლანდიაში დაბრუნდა და “ფეიენოორდში” ჩაირიცხა. ელჯერო ელია მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია თავის ნაკრებთან ერთად.

0.117982